პანდორა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:Pandora.jpg|thumb|[[ჟიულ ჯოზეფ ლეფევრი]] „პანდორა“, 1882]]
 
'''პანდორა''', პანდორე („ყველასაგან დასაჩუქრებული“) — მაცდური ციური ქალი, პირველი დედაკაცი. მიწისა და წყლისგან შექმნა [[ჰეფესტოსი|ჰეფესტომ]], თითქოს [[ათენა]]ც ეხმარებოდა. მერე ყველა ღმერთმა თავისი წილი საჩუქარი უბოძა (ხმა, სილამაზე, მომხიბლაობა), რათა პრომეთეს ძმა ეპიმეთე მოეხიბლა და კაცთა მოდგმის დამღუპველი „საჩუქრებით“ სავსე [[პანდორას ყუთი]] ჩამოეტანა დედამიწაზე, — [[პრომეთე|პრომეთეს]] მოტანილი ცეცხლისათვის სამაგიეროს მისაგებად. „ყოვლისმიმცემი“ პანდორა მიწასთანაც იყო გაიგივებული. მისი პითოსი კი შეცვალეს ყუთით. [[აფროდიტე]]მ, [[პეითო]]მ და [[ქარიტები|ქარიტებმა]] ციური მიმზიდველობა უბოძეს, [[ჰერმესი|ჰერმესმა]] — მზაკვრობის, ცბიერებისა და ლამაზი მეტყველების უნარი, [[ჰორები|ჰორებმა]] ყვავილებით შეამკეს, ათენამ სამოსი მოუქსოვა, [[ზევსი|ზევსმა]] კი მისცა ჭურჭელი (პითოსი), რომელშიაც იყო ყველა მიწიერი უბედურება, ჭირი და კაეშანი. შურისმგებელი ზევსის ასეთი საჩუქრებით მიადგა გონებამოუქნელ ეპიმეთეს, რომელმაც ბრძენი ძმის პრომეთეს გაფრთხილებას ყური არ ათხოვა , ქალი მიიღო, შეირთო, შემდეგ ცნობისმოყვარე პანდორამ ყუთს თავი ახადა და ყველა უბედურება წამსვე ამოფრინდა, მთელს ქვეყნიერებაზე გაიფანტა. შეშინებულმა ქალმა ყუთს თავი დაახურა და შიგ ჩარჩა მხოლოდ იმედი, ცარიელი იმედი, ყველა საზრუნავის სამაგიერო, რაც ყველაზე დიდხანს ცოცხლობს.
არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც ეპიმეთეს პანდორა ჰერმესმა მიჰგვარა ზევსის დავალებით, ყუთი კი შემდეგ ჩაუტანა თვითონვე. ამ ყუთიდან ყველა უბედურება რომ გაფრინდა, სწრაფად დახურეს და ხმა შემოესმათ: „მეც ამომიშვით, რომ უბედურებაში ნუგეში გცეთ!“ ამოფრინდა ქალწული, პეპელასავით გაფრინდა, ფრთა გაჰკრა ცოლ-ქმარს, გაამხიარულა და თქვა: „მე ვარ იმედი!“
პანდორას ყუთი ზევსის ცბიერებისა და სისასტიკის ნაყოფია, ჩლუნგი ტირანების მსგავსად რომ კაცთაგან მსხვერპლს ითხოვდა და ცეცხლს კი ამადლიდა. პანდორა დედამიწაზე დარჩა და ეპიმეთესგან ეყოლა [[პირო]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პანდორა“-დან