ატუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ატუმი''' — ეგვიპტურ მითოლოგიაში: შემოქმედი ღმერთი, ცხრა ჰელი...
(განსხვავება არ არის)

12:56, 3 იანვარი 2012-ის ვერსია

ატუმი — ეგვიპტურ მითოლოგიაში: შემოქმედი ღმერთი, ცხრა ჰელიოპოლისელი ღმერთის მბრძანებელი (ცხრა ღმერთი), ღმერთთა სამეფოს მეფე. თავისთავად შეიქმნა, საკუთარი თავი გაანაყოფიერა და შვა დასაბამი ელემენტები: შუ (ჰაერი, სიცარიელე), ტეფნუტი (სინოტივე), აგრეთვე სხვა ფორმები, რომელთა სახითაც თვითონ ხალხს გამოეცხადა: ხეპრე, გველი, პირველი გორაკი, უფრო ხშირად კი ეს დიდი საწყისი პრინციპი ადამიანის სახით ცხადდებოდა. იგ. მზის ღმერთი რა.


ლიტერატურა

  • აკაკი გელოვანი – მითოლოგიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1983