დარიშხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: ru:Мышьяк
No edit summary
ხაზი 65:
 
[[1789]] წელს [[ლავუაზიე|ა. ლ. ლავუაზიემ]] გამოყო მეტალოიდი დარიშხანი დარიშხანის ოქსიდისაგან (III) («თეთრი დარიშხანი»), დაამტკიცა, რომ ეს დამოუკიდებელი მარტივი ნივთიერებაა, და ელემენტს მიანიჭა სახელი «არსენიკუმი».
 
== ბუნებაში ==
დარიშხანი — გაბნეული ელემენტია. დედამიწის ქერქში მისი შემცველობაა მასის 1,7{{e|−4}}%. ზღვის წყალში 0,003 მგრ/ლ<ref>J.P. Riley and Skirrow G. Chemical Oceanography V. 1, 1965</ref>. ეს ნივთიერება შეიძლება თვითნაბად მდგომარეობაში იყოს ბუნებაში, არის ლითონის მაგვარი ბზინვარე რუხი ნაჭუჭის ან მკვრივი მასებისმაგვარი, რომელიც შედგება პატარა მაცვლებისაგან. ცნობილია მიახლოებით 200 დარიშხან შემცველი მინერალი. მცირე კონცენტრაციით ხშირად შეიცავს ტყვიის, სპილენძის და ვერცხლის მადანი. საკმაოდ ხშირად ბუნებაში გვხვდება დარიშხანის ორი ნაერთი გოგირდთან: ნარინჯისფერ-წითელი გამჭვირვალე [[რეალგარი]] AsS და ლიმონისფერ-ყვითელი [[აურიპიგმენტი]] As<sub>2</sub>S<sub>3</sub>. მინერალი რომელსაც გააჩნია სამრეწველო მნიშვნელობა — არსენოპირიტი (დარიშხანის კოლჩედანი) FeAsS ან FeS<sub>2</sub>•FeAs<sub>2</sub> (46 % As), ასევე მოიპოვებენ დარიშხანიან [[კოლჩედანი|კოლჩედანს]] — [[ლელინგიტი]] (FeAs<sub>2</sub>) (72,8 % As), სკოროდიტი FeAsO<sub>4</sub> (27 — 36 % As). დარიშხანის უდიდესი ნაწილი მოიპოვება დარიშხან შემცველი ოქროს, ტყვია-თუთიის, სპილენძის კოლჩედანის და სხვა მადნების პარალელურად დამუშავებისას.
 
=== საბადოები ===
დარიშხანის მთავარი სამრეწველო მინერალს წარმოადგენს — არსენოპირიტი FeAsS. სპილენძ-დარიშხანის დიდი საბადო მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შუა აზია]]ში და [[ყაზახეთი|ყაზახეთში]], [[აშშ]], [[შვედეთი|შვედეთში]], [[ნორვეგია]]ში და [[იაპონია]]ში, დარიშხან-კობალტის — [[კანადა]]ში, დარიშხან-კალას — [[ბოლივია]]ში და [[ინგლისი|ინგლისში]]. ამას გარდა, ცნობილია ოქრო-დარიშხანის საბადოები აშშ-ში და [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. [[რუსეთი]] ფლობს დარიშხანის ბევრ საბადოს იაკუტიაში, ურალზე, ციმბირში, ჩუკოტკაზე და ა.შ. <ref>[http://www.krugosvet.ru/enc/nauka_i_tehnika/himiya/MISHYAK.html?page=0,5 ონლაინ ენციკლოპედია Кругосвет. დარიშხანი.]</ref>.
 
== მიღება ==
ლითონური დარიშხანის (რუხი დარიშხანი) მიღების ხერხის აღმოჩენას მიაწერენ შუასაუკუნეების ალქიმიკოსს [[ალბერტ დიდი|ალბერტ დიდს]], რომელიც XIII ს-ში ცხოვრობდა. თუმცა ადრე ბერძენმა და არაბმა ალქიმიკოსებმა იცოდნენ თავისუფალი დარიშხანის მიღება, «თეთრი დარიქხანის» გახურებისას (დარიშხანის ტრიოქსიდი) სხვადასხვა ორგანულ ნვთიერებებთან.
 
არსებობს დარიშხანის მიღების ბევრი ხერხი: ბუნებრივი დარიშხანის სუბლიმაცია, დარიშხანის კოლჩედანის თერმული დაშლის ხერხი, დარიშხანიანი ანჰიდრიდის აღდგენით და სხვა.
 
ეხლა ლითონური დარიშხანის მისაღებად ყველაზე ხშირად ახურებენ არსენოპირიტს ღუმელებში ჰაერის მიუწოდებლად. ამ დროს თავისუფლდება დარიშხანი, რომლის ორთქლები კონდენსირდება და გარდაიქმნება მყარ დარიშხანად რკინის მილებში, რომელიც ღუმელიდან გამოდიან, და განსაკუთრებულ კერამიკულ მიმღებებში. ნარჩენებს ახურებენ ღუმელში ჰაერის მიწოდებით, და მაშინ დარიშხანი გარდაიქმნება As<sub>2</sub>O<sub>3</sub>. ლითონური დარიშხანი მიიღება ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით, და დარიშხან შემცველი მადნების ძირითადი ნაწილი მუშავდება თეთრ დარიშხნად, ანუ დარიშხანის ტრიოქსიდი — დარიშხამიანი ანჰიდრიდი As<sub>2</sub>О<sub>3</sub>.
 
== გამოყენება ==
დარიშხანი გამოიყენება ტყვიის შენადნობების [[ლეგირება|ლეგირებისათვის]], რომელიც [[საფანტი]]ს დასამზადებლად გამოიყენება, რადგანაც საფანტი ჩამოხმისა კოშკური ხერხით, დარიშხანის შენადნობს ტყვიასთან აქვს მკაცრად სფერული ფორმა, და ამას გარდა, ტყვიის სიმტკიცე და სიმაგრე იზრდება.
 
განსაკუთრებული სიწმინდის დარიშხანი (99,9999 %) გამოიყენება მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნახევარგამტარი მასალების სინთეზისათვის — არსენიდები და რთული ალმასისმაგვარი ნახევარგამტარებიа
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დარიშხანი“-დან