საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 10:
 
საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სალექსიკონო და სალინგვისტო საქმიანობას. სათანადო მასალების შეგროვებაში, კვლევასა და სისტემაშ მოყვანაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს [[იუსტინე აბულაძე|იუსტ. აბულაძემ]], ს. გიორგაძემ, გ. იმნაიშვილმა, პ. კარბელაშვილმა, ი. სონღულაშვილმა და სხვებმა. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველოლოგიის ცენტრი იყო [[ოქტომბრის რევოლუცია|რევოლუციამდელ]] საქართველოში. მის წევრებს დიდი ღვაწლი მიუძღვით [[თბილისის უნივერსიტეტი]]ს დაარსებაში.
 
საქართველოში საბჭოების დამყარების შემდეგ საზოგადოების საქმიანობა მრავალმხრივი და საინტერესო გახდა. მუზეუმი და წიგნთსაცავი გამდიდრდა ახალი ძვირფასი ისტორიული კოლექციებით. ამ კოლექციათა ერთი ნაწილი [[მოსკოვი]]დან და [[სანქტ-პეტერბურგი|ლენინგრადიდან]] (ამჟამად სანქტ-პეტერბურგი) დაუბრუნდა რესპუბლიკას. 1923 წელს სიგელ-გუჯრებისა და სხვა საბუთების რაოდენობამ 10000 მიაღწია. 1922 წელს საზოგადოებას სათავეში ჩაუდგა [[ივანე ჯავახიშვილი]]. მასთან ერთად საზოგადოების საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ [[აკაკი შანიძე]], [[გიორგი ჩუბინაშვილი]], [[არნოლდ ჩიქობავა]], [[სიმონ ჯანაშია|სიმონ ჯანაშია]], [[შალვა ამირანაშვილი]], [[გიორგი ჩიტაია|გიორგი ჩიტაია]], [[სარგის კაკაბაძე]] და სხვები. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება აკადემიის მიმართულების ერთადერთი დაწესებულება იყო თავისი დროისათვის.
 
საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობა ახალი ძალითა და მასშტაბით გაიშალა 1959 წლიდან, როცა შეიქმნა [[საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოება]].
==ლიტერატურა==
*მეტრეველი რ., საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, თბ., 1952
{{ქსე|9|182-183|მეტრეველი რ.}}