თარგი:რჩეული სტატია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სტილი გასწორდა, ბოლო აბზაცი მოშორდა
No edit summary
ხაზი 2:
'''Enter Sandman''' — [[აშშ|ამერიკული]] [[მძიმე მეტალი|მძიმე მეტალ]] ჯგუფ [[მეტალიკა|მეტალიკის]] [[სიმღერა]]. იგი გამოშვებული იქნა, როგორც პირველი [[სინგლი]] და პირველი ტრეკი მათივე მეხუთე სტუდიური [[ალბომი|ალბომიდან]] ''[[Metallica (ალბომი)|Metallica]]''. სინგლის [[მუსიკალური პროდიუსერი|პროდიუსერია]] [[ბობ როკი]], [[ჯეიმზ ჰეტფილდი|ჯეიმზ ჰეტფილდთან]] და [[ლარს ულრიხი|ლარს ულრიხთან]] ერთად. მუსიკის ავტორები არიან [[კირკ ჰემეტი]], ჰეტფილდი და ულრიხი, ხოლო ტექსტი ეკუთვნის ჯეიმზს, რომლის განმარტებითაც იგი ბავშვური საშინელებების შესახებაა.
 
სიმღერის მთავარი რიფი [[გიტარა|გიტარისტ]] [[კირკ ჰემეტი]]ს დაწერილია. თავდაპირველად რიფი ორი პარტიის სიგრძის იყო. შემდეგ [[ლარს ულრიხი|ლარს ულრიხს]] დაებადა იდეა, პირველი პარტია ოთხჯერ გაემეორებინათ. ულრიხმაულრიხის დახასიათებით, სიმღერა ერთ რიფიანია და მისი ყველა სექცია კირკ ჰემეტის შექმნილი ძირითადი რიფისგან არის წარმოებული.
 
ჩანაწერი კომერციულად ყველაზე წარმატებული გამოდგა მეტალიკის სინგლებს შორის: მან [[მუსიკალური ჩანაწერის გაყიდვების სერტიფიკაცია|ოქროს სერტიფიკატი]] მიიღო, გაიყიდა რა 500 000-ზე მეტი ეგზემპლიარი მხოლოდ [[აშშ]]-ში, ხოლო [[2009]] წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, იგი უკვე პლატინისაა. კრიტიკოსების მიერ აღიარებული ეს სიმღერა მეტალიკის [[1991]] წლის შემდეგ გამოშვებულ ყველა ცოცხალ ალბომსა თუ [[DVD]]-ში შედის.