ნიკიფორე II ფოკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
==შემდეგი კამპანიები==
მმართველობისას, ნიკიფორემ აწარმოა არაერთი საომარი კამპანია მტრების წინააღმდეგ. 964–966 წლებში მან 40,000 იანი ლაშქრით საბოლოოდ დაიპყრო კილიკია და კვლავ შეუტია მესოპოტამიასა და სირიას, ხოლო ამასობაში დიდებულმა, სახელად ნიკეტამ იმპერიას დაუბრუნა კვიპროსი. 968 წლისთვის მან დაასუსტა ციხესიმაგრეთა უმრავლესობა სირიაში და ანტიოქიისა და ალეპოს აღების შემდეგ, რომელიც მისმა ლეიტენანტებმა შეძლეს, მან ეს ტერიტორია შეუერთა იმპერიას, რაც დაადასტურა კიდევაც სამშვიდობო ხელშეკრულებით.
ნიკიფორე II ნაკლებად წარმატებული იყო დასავლეთით გაჩაღებულ ომებში. მას შემდეგ, რაც მან ფატიმიანთა სახალიფოს შეუწყვიტა ხარკი, სიცილიისკენ გაგზავნა ექსპედიცია ნიკეტას მეთაურობით 964-965 წლებში, თუმცა იძულებული გახდა, როგორც საზღვაო ისევე სახმელეთო ბრძოლებში დამარცხების შემდეგ, მოეხდინა კუნძულის მთლიანი ევაკუაცია. 967 წელს მან დადო ზავი ქაირავანის ფატიმიანებთან, რათა თავი დაეცვა საერთო მტრის, [[ოტო I (სრი)|ოტო I]] -გან, რომელმაც თავი დასავლეთის იმპერატორად გამოაცხადა და თავს დაესხა ბიზანტიის სამფლობელოს იტალიაში, მაგრამ საწყისი წარმატებების მიუხედავად მისი გენერლები დამარცხდნენ და უკან, სამხრეთისკენ დაიხიეს. დაძაბულობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რაც ნიკიფორეს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგი იყო კარგად ჩანს ეპისკოპოს ლიუტპრანდ კრემონიელის ნაშრომში ''Relatio de legatione Constantinopolitana.''
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკიფორე_II_ფოკა“-დან