ნიკიფორე II ფოკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
==ტახტზე ასვლა==
 
963 წლის 15 მარტს, იმპერატორი რომანოზ II მოულოდნელად დაიღუპა 26 წლის ასაკში. მისი სიკვდილის მიზეზი გაურკვეველია, თუმცა როგორც თანამედროვეებს, ასევე გვიანდელი ეპოქის ისტორიკოსებს მიაჩნდათ, რომ ახალგაზრდა იმპერატორმა საკუთარი თავი დააუძლურა მძიმე სმითა და გადაჭარბებული სექსუალური ცხოვრებით, ან სჯეროდათ, რომ ის მეუღლემ, თეოფანომ მოწამლა. თეოფანოს იმ დროისთვის უკვე ჰქონდა ამბიციური და ჭკვიანი ქალის სახელი დაგდებული, და მოგვიანებით ამას საკუთარი მიზნების მისასწევად გამოჩენილი დაუნდობლობა და ულმობელობაც შეემატა. რომანოზმა სიკვდილამდე ადრე თანა-იმპერატორებად აკურთხა თავისი ვაჟები [[ბასილი II (ბიზანტია)|ბასილ II]] და კონსტანტინე VIII. მიუხედავად ამისა, მამის გარდაცვალების დროს ბასილი 5-ის, ხოლო კონსტანტინე 3 წლის იყო და ისინი უძლურები იყვნენ, შეესრულებინათ ის მოვალეობები, რასაც მათ იმპერატორის ტიტული აკისრებდა. დროებით თეოფანო დაინიშნა მმართველად, თუმცა საიმპერატორო კარის დიდებული იოსებ ბრინგასი, რომელიც თავის დროზე რომანოზ II-ს მრჩეველი იყო, ცდილობდა მისი ძალაუფლების შეზღუდვას და უნდოდა ხელისუფლებას თავად დაუფლებოდა. მან ასევე სცადა ნიკიფორეს ძალაუფლების შესუსტება. გამარჯვებული გენერალი ნიკიფორე ითვლებოდა არმიის რეალურ მეთაურად და ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირს არისტოკრატიასთან. იოსები შიშობდა,რომ ნიკიფორე როგორც არმიის, ასევე არისტოკრატიის მხარდაჭერას მოიპოვებდა.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკიფორე_II_ფოკა“-დან