საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 3:
საზოგადოების წევრები იყოფოდნენ კატეგორიებად: მზრუნავნი, საპატიონი, ნამდვილნი, კორესპონდენტნი და დამხმარენი. მზრუნავისა და საპატიო წევრის არჩევა ხდებოდა საზოგადოების კრებაზე ხმების უმრავლესობით. ნამდვილი წევრების არჩევა შეიძლებოდა საზოგადოების 2 წევრის წინადადებით. კორესპონდენტებსა და დამხმარეებს ირცევდა საბჭო. საზოგადოების საქმეებს მართავდა საზოგადოების კრება და საბჭო. საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ საზოგადოების თავმჯდომარე, თავმჯდომარის ამხანაგი, მუზეუმისა და ბიბლიოთეკის მცველი, ხაზინადარი, მდივანი და 4 წევრი. საზოგადოებას ჰქონდა განყოფილებები: საისტორიო საარქოლოგიო, საეთნოგრაფიო, საანთროპოლოგიო, სალინგვისტო და სანუმიზმატიკო.
 
საზოგადოებამ დაარსებისთანავე დიდი თანაგრძნობა მოიპოვა საქართველოს მოსახლეობაში, სხვადასხვა სახის შემოსაწირავები (ფული, წიგნები, ხელნაწერები და სხვა), ამასთან წესდების შესაბამისად საზოგადოების წევრთა მიერ შემოტანილი თანხა (მაგ. მზრუნავი ყოველწლიურად 600 მანეთს იხდიდა) აძლიერებდა საზოგადოებას და საშუალებას აძლევდა ფართო სასარგებლო საზოგადო საქმიანობის გაშლისათვის. საზოგადოების წევრები აგროვებდნენ და ინახავდნენ საქართველოს და მისი მოსაზღვრე ქვეყნების [[არქეოლოგია|არქეოლოგიის]], [[ანთროპოლოგია|ანთროპოლოგიის]], [[ლიტერატურა|ლიტერატურის]] და [[ეთნოგრაფია|ეთნოგრაფიის]] მასალებს.
 
საზოგადოებამ გამოსცა სამეცნიერო შრომების 2 სერია: „[[ძველი საქართველო]]“ და „[[საქართველოს სიძველენი]]“. 1914 წელს გამოსცა [[ვეფხისტყაოსანი]], 1916 — „[[შაჰნამე]]ს“ [[ქართული ენა|ქართული]] თარგმანი (I ტომი).
 
დიდი ყურადღება ექცეოდა ექსკურსია-ექსპედიციების მოწყობას, რომლებსაც ფართო მეცნიერული ხასიათი ჰქონდათ (გროვდებოდა ძვ. წიგნები, ხელნაწერები, ტარდებოდა არქეოლოგიური გამოკვლევები). მოეწყო სხვადასხვა სახის გამოფენები. მნიშვნელოვანი იყო ძველი ქართული ხუროთმოძღვართა ნამუშევრების გამოფენა (VI—XIX საუკუნეები). საზოგადოება დიდი საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. ფართო აუდიტორიისათვის სხვადასხვა საკითხებზე კითხულობდნენ ლექციებს საზოგადოების წევრები: ი. ჯავახიშვილი, [[კორნელი კეკელიძე]], მ. ჯანაშვილი, ა. შანიძე, დ. კარიჭაშვილი, [[პავლე ინგოროყვა]].
==ლიტერატურა==