ნატვრის ხე (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: he:עץ המשאלות
r2.7.2) (ბოტის დამატება: ku:Dara Miradê (fîlm); cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:BAUM DER.jpg|thumb|300px|კადრი ფილმიდან]]
'''ნატვრის ხე''' — [[თენგიზ აბულაძე|თენგიზ აბულაძის]] 1976 წელს შექმნილი მხატვრული ტრილოგიის მეორე ფილმი [[გიორგი ლეონიძე|გიორგი ლეონიძის]] მოთხრობების მიხედვით. დადგმული კინოსტუდიაში "ქართული ფილმი". ხანგრძლივობა — 87 წთ. სცენარის ავტორი რევაზ ინანიშვილი და თენგიზ აბულაძე. ტრილოგიის დანარჩენი ფილმებია "[[ვედრება (ფილმი)|ვედრება]]" და "[[მონანიება (ფილმი)|მონანიება]]"
 
== როლებში ==
[[ლიკა ქავჟარაძე]] (მარიტა), [[იოსებ ჯაჭვლიანი]] (გედია), ზაზა კოლელიშვილი (შეთე), კოტე დაუშვილი (ციციკორე), [[ოთარ მეღვინეთუხუცესი]] (ელიოზი),სოფიკო ჭიაურელი (ფუფალა),[[რამაზ ჩხიკვაძე]] (მამაო ოხროხინე), [[გიორგი გეგეჭკორი]] (მუმბულა), [[სესილია თაყაიშვილი]] (მარადია), გიორგი ხობუა (ბატულა), [[გივი ბერიკაშვილი]] (პადღულა), [[ჯემალ ღაღანიძე]] (ტაგრია), ჯემალ გაგნიძე, ბორის წიფურია (ქორია), ია ხობუა (გედიას დედა), მზია მახვილაძე, თემინა ტუაევა (ნარგიზა), დათო აბაშიძე (გაულაწუნე), თინათინ ბერბუთაშვილი (შეთეს დედა), შოთა სხირტლაძე, ბერთა ხაფავა, ლეილა ძიგრაშვილი და სხვ.
 
== სიუჟეტი ==
ფილმი რევოლუციამდელი სოფლის მოზაიკურ პანოს წარმოადგენს, რომელშიც სინამდვილე ორგანულადაა შერწყმული პირობითთან. ამ იდეალისტთა, მეოცნებეთა, ამპარტავანთა და პატივმოყვარეთა სამყაროში მთავარი სიუჟეტური ხაზი მარიტასა და გედიას ტრაგიკული სიყვარულით არის წარმოდგენილი, რომელთაგანაც გადაჯაჭვულია სოციალური წყალგამყოფი ხაზის ორთავე მხარეს მოქცეულ სხვა პერსონაჟთა ბედი. ადამიანები ლუკმა-პურისათვის წელზე ფეხს იდგამენ, იტანჯებიან და ოცნებობენ ნათელ მომავალზე, ყველა საკუთარი "ნატვრის თვალს" დაეძებს, სასწაულების ასრულებას შესთხოვს თავის ნატვრის ხეს.
 
== ჯილდოები ==
მთავარი პრიზი და დიპლომი რიგის X საკავშირო კინოფესტივალზე, 1977; ჟიურის სპეციალური პრიზი "ოქროს ჯიხვი" საუკეთესო რეჟისურისათვის თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1977); ჩეხოსლოვაკია-სსრკ მეგობრობის საზოგადოების პრემია, პრიზი კარლოვი-ვარის XXI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1978; პრემია დონატელოს "დავითი" იტალიაში საერთაშორისო კონკურსზე, 1979; რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1979; კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია "ფიპრესი" კაბურში რომანტიკული ფილმების I საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1983).
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=290 ქართული ფილმოგრაფია - ნატვრის ხე]
* [http://www.geocinema.ge/ge/film.php?id0=6402751064847378576 იხ. ფილმი სრულად.]
 
{{კინო}}
{{პორტალი კინო}}
 
[[კატეგორია:ქართული ფილმები]]
[[კატეგორია:თენგიზ აბულაძის ფილმები]]
Line 23 ⟶ 24:
 
[[he:עץ המשאלות]]
[[ku:Dara Miradê (fîlm)]]
[[ru:Древо желания]]