იცუკუსიმის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.4) (ბოტის შეცვლა: hr:Svetište Itsukushima
გასწორდა პუნქტუაცია
ხაზი 23:
ტაძარი [[VI საუკუნე]]ში იღებს დასაბამს, ხოლო დრევანდელი ფორმით [[1168]] წლიდან მოდის, როდესაც მისთვის თანხა დიდგვაროვანმა ტაირა ნო კიომორიმ გაიღო. აკლდამის მშენებლობა, რომელიც უბეზე ჯებირების მსგავსი სტრუქტურებისგან შედგება, გამოწვეული იყო კუნძულის წმინდა ადგილად შერაცხვით. უბრალო ხალხს ამ კუნძულზე ფეხის დადგმის უფლება არ ჰქონდათ და შესაბამისად ნავით უნდა მიეცურათ ჭიშკრის გავლით, რომელიც წყალზე მოტივტივეს შთაბეჭდილებას ტოვებს.
 
იცუკუშიმას ტაძრის დრამატული ჭიშკარი - [[ტორი]] - იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულის ტურისტული სანახაობაა, ხოლო ხედი ჭიშკარზე კუნძულის მთა მისენის წინ კი იაპონიის სამ უმთავრესთა შორის ითვლება. ჭიშკარი აქ 1168 წლიდან არსებობს, თუმცა ამჟამინდელი [[1875]] წლით თარიღდება. კამფორის ხისგან დამზადებული ჭიშკარი 16 მეტრია სიმაღლეში და ოთხ ფეხზე დგას დამატებითი სიმაგრისთვის. ჭიშკარი მცურავის შთაბეჭდილებას მხოლოდ მოქცევის პერიოდში ტოვებს. მიქცევისას მხოლოდ შლამი რჩება და მასთან ფეხით მისვლაც არის შესაძლებელი.
 
ტაძრის სიწმინდის დაცვა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ 1878 წლამდე მის ტერიტორიაზე მშობიარობა ან გარდაცვალება აკრძალული იყო. დღემდე დაკრძალვა კუნძულზე აკრძალულია. [[2004]] წლის 5 სექტემბერს ტაძარი მნიშვნელოვნად დააზიანა ტაიფუნმა. სახურავი და ჯებირები ნაწილობრივ განადგურდა, რის გამოც ტაძარი დროებით დაიხურა. თუმცა ამჟამად ის უკვე გახსნილია მნახველთათვის, აღდგენითი სამუშაოები კვლავაც მიმდინარეობს. ტრადიციისამებრ მნახველები ჭიშკრის საყრდნების ღრიჭოებში ხურდა ფულს დებენ და სურვილს იფიქრებენ.