ცხოველების ფერმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 29:
ორუელის ნაწარმოებში საუბარია [[ცხოველები|ცხოველებზე]], რომლებმაც აჯანყება მოაწყვეს და ფერმიდან განდევნეს ადამიანები. მათ გადაწყვიტეს, საკუთარი მმართველობის სისტემა შექმნან და თავად მართონ ფერმა, მაგრამ, ამავე დროს, არანაირად არ დაემსგავსონ [[ადამიანი|ადამიანებს]]. საერთო გადაწყვეტილებით, აკრძალული იყო ტანსაცმლის ჩაცმა, ადამიანივით საწოლზე წოლა, ფულის გამოყენება და სხვა ჩვევები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში, ფერმა, განვითარებასთან ერთად, „ეცემოდა ადამიანის დონემდე“ და საბოლოოდ მისი ერთპიროვნულ მმართველს, ღორს სახელად „ნაპოლეონი“, უკვე ვერავინ არჩევდა ნამდვილი ადამიანებისგან.
 
== პერსონაჟები ==
== ცხოველები ==
 
{{ციტატა|ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები|ციტატა ნაწარმოებიდან}}
 
ნაწარმობის მთავარი პერსონაჟები ცხოველები არიან. ცხოველები და მოვლენები გაიგივებულია [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირში]] მიმდინარე ამბებთან. მაგალითად, ღორი ნაპოლეონი გაიგივებულია [[იოსებ სტალინი|სტალინთან]], რაზეც ორუელი პირდაპირ უთითებს [[1945]] წლის [[17 მარტისმარტი]]ს წერილში გამომცემელთან.
 
ნაპოლეონი ცხოველების ფერმის ლიდერია აჯანყების შემდეგ. მისი პერსონაჟი დაფუძნებულია [[იოსებ სტალინისსტალინი]]ს პიროვნებაზე. მას ჰყავს საიდუმლო პოლიცია, ძაღლების სახით, რომლებიც მას იცავენ. ნაპოლეონი დიქტატორად იქცევა და ცხოველების საზოგადოების თავდაპირველ კონცეფციას ცვლის.
 
== საინტერესო ფაქტები ==