დუალისტური მონარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმართველობის ფორმები}}
'''დუალისტური მონარქია''' არის მმართველობის ფორმა, [[მონარქია]], სადაც ძალაუფლება ფორმალურად გადანაწილებულია [[მონარქი|მონარქსა]] და [[პარლამენტი|პარლამენტს]] შორის მონარქის სასარგებლოდ. მონარქის ძალაუფლება მხოლოდ [[საკანონმდებლო ხელისუფლება|საკანონმდებლო სფეროშია]] შეზღუდული, თუმცა მას აქვს პარლამენტის ინიციატივების ბლოკირების შესაძლებლობები. აღმასრულებელი ხელისუფლება მონარქისა და მის მიერ დანიშნული [[მთავრობა|მთავრობის]] ხელშია თავმოყრილი<ref>ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბ., 2010, გვ. 105-106</ref>.
 
მონარქიის დუალისტური ხასიათი ისაა, რომ აქ ერთდროულად ორი ძლიერი ხელისუფლებაა: მონარქის მემკვიდრეობითი ხელისუფლება და ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. მონარქი და პარლამენტი აკონტროლებენ ერთმანეთს. სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის მონარქს, მაგრამ იგი შეიძლება მეტ–ნაკლებად დამოუკიდებელიც იყოს. დუალისტური მონარქიის დროს მონარქს აქვს [[კანონი (ნორმატიული აქტი)|კანონებზე]] ხელის მოწერის უფლება, იგი სარგებლობს აბსოლუტური ვეტოს უფლებით. მონარქს უფლება აქვს მიიღოს ბრძანების სახის აქტები, ზოგიერთ შემთხვევაში, კანონებშიც შეიტანოს ცვლილებები მის მიერ მიღებული ბრძანებებით. მონარქს აგრეთვე უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი. მონარქი ნიშნავს [[მინისტრი|მინისტრებს]], აყალიბებს მთავრობას და ამაში იგი არ უწევს ანგარიშს პარლამენტს, მთავრობა კი, თავის მხრივ, პასუხისმგებელია მხოლოდ მონარქის წინაშე<ref>http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=3975</ref>.