ახალციხის საფაშო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Cildir Eyalet, Ottoman Empire (1609).png|მინი|ახალციხის საფაშო ოსმალეთის შემადგენლობაში. (წითელი ფერის)]]
'''ახალციხის საფაშო''', ''ჩილდირის საფაშო'', ოსმალეთის ადმინისტრაციული-პოლიტიკური ერთეული მის მიერ დაპყრობილ [[სამცხე-საათაბაგო]]ს ტერიტორიაზე. XVI საუკუნის I ნახევარში ოსმალებმა დაიპყრეს სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი, [[1578]] კი — აღმოსავლეთი ნაწილი. [[1579]] სულთნის ბრძანებით სამცხე-საათაბაგოს სხვადასხვა დროს დაპყრობილი ტერიტორიები გააერთიანეს და ერთი უმაღლესი ადმინისტრაციული-სამმართველო ერთეული ახალციხის (ჩილდირის) საფაშო ჩამოაყალიბეს. [[ყვარყვარე IV ჯაყელი|ყვარყვარე IV ათაბაგი]] ([[1574]]-[[1581]]) და მისი ძმა [[მანუჩარ II]] დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ სულთნის პოლიტიკას, მაგრამ უშედეგოდ. მანუჩარი იძულებელი გახდა გამაჰმადიანებულიყო. მას მუსტაფა ეწოდა და სულთანმა ახალციხის ფაშად დანიშნა. დამპყრობელებმა დაიწყეს ამ მხარის გაოსმალება. [[მანუჩარ II|მანუჩარ II ათაბაგმა]] საიდუმლო კავშირი დაამყარა ქართლის მეფე [[სიმონ I|სიმონ I-თან]] და დახმარებას უწევდა მას ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში.