სენაკის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ნწ.ნწ.ნწ. სირცხვილი ჩვენიი :(((((((
No edit summary
ხაზი 8:
|გამგებელი =
|ფართობი = 520.7 კმ²
|მოსახლეობის რაოდენობა = 52.00248 854 კაცი
|მოსახლეობა წელი = 2006
|სიმჭიდროვე = 100.1 <ref name="სიმჭიდროვე">[http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/census/2002/I%20tomi%20-%20saqarTvelos%20mosaxleobis%202002%20wlis%20pirveli%20erovnuli%20sayovelTao%20aRweris%20Sedegebi.pdf მოსახლეობის სიმჭიდროვე 1კმ²-ზე 2002 წლის აღწერის მიხედვით].</ref>
ხაზი 16:
 
==ბუნება==
მუნიციპალიტეტის ტერიტორია შეადგენს 520,7კვ.კმ-ს. სენაკის მუნიციპალიტეტი იშლება რიონისპირეთიდან და უნაგირას მთის ორივე კალთაზეა გადაჭიმული.
სენაკის ტერიტორია რელიეფის თავისებურების მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მაღლობებს და სერებს. ეკის მთის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 270 მ-მდეა. ჩრდილოეთით და დასავლეთით ეკის მთა დანაწევრებულია მდ. ცივისა და მისი შენაკადების მიერ სერებად და გორაკ-ბორცვებად.
 
ქალაქის მახლობლად არის შხეფის, კიკაჩონას, ხაბაზეთის, ზისხირის, სახარბედიოსა და საკირის მთები, შუშანიას სერი (მას კუნძულ მთას ეძახიან მკვიდრნი) და სხვა.
 
კირქვითა და ცარცით აგებულ ადგილებში მდინარეებმა და ნიაღვრის წყლებმა რელიეფის ჩამოთვლილ ფორმებთან ერთად შექმნეს ღრმა ხევები და ხეობები.
მუნიციპალიტეტის სამხრეთი ნაწილი არის კოლხეთის დაბლობის მნიშვნელოვანი უბანი, რომელიც დასერილია მდ. ცივისა და მდ. ტეხურის შენაკადებით. დაბლობის მაქსიმალური სიმაღლე 30 მ-ს აღემატება. იგი ჩრდილოეთისკენ მაღლდება და წყდება ეკის, შხეფის და ნოქალაქევის გორაკების სამხრეთ კიდესთან.
რელიეფის მრავალფეროვნება და ჰაერის ტენიანობა ხელს უწყობს მდინარეთა ქსელის სიხშირეს.
 
სენაკის მუნიციპალიტეტი მდიდარია მიწისქვეშა წყლებით, რომელთაგან აღასანიშნავია მინერალური და კარსტული მტკნარი წყაროები.
თერმული მინერალური წყაროები გვხვდება სახარბედიოში, ლეძაძამეში, ზანაში, ნოქალაქევში, ფოცხოში, ახალსოფელში და სხვაგან.
 
==მოსახლეობა==
სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 48 854 კაცს (დევნილთა ჩათვლით).
მათ შორის:
 
* ქართველი - 98 %
* რუსი - 0,6%
* ასირიელი - 0,2%
* სხვა - 0,2%.
 
==მმართველობა==
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის [[საკრებულო]], ხოლო აღმასრულებელო ორგანო — [[გამგეობა]]. მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად:
 
* 1 ქალაქი - [[სენაკი]]
* 14 სოფელი.
 
==ეკონომიკა==
==კულტურა==
==კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები==
==ღირსშესანიშნაობანი==
 
* ნოქალაქევის ნაქალაქარი;
* ნოსირის აბანო;
* ნოსირის არქეოლოგიური ძეგლი - ძვ.წ.II-I ათასწლეულები
* კოტიანეთის ციხე;
* მენჯის ციხე (ნაწილობრივ გათხრილი);
* შხეფის ციხე;
* ეკის ნათლისმცემლის სახ. სამონასტრო კომპლექსი, XII ს;
* ეკის ეკლესია, XIIIს;
* ეკის ციხის ნანგრევები, XIIIს;
* ციხეგოჯი არქეოპოლისის საქალაქო-თავდაცვითი კომპლექსი, ძვ.წ III – ახ. წ. VIII ს;
* ნოქალაქევის ,,ორმოცმოწამეთა,, ეკლესია, VI ს;
* გოგირდოვანი წყლების აბანო, VI-VII ს;
* კოტიანეთის წმ. გიორგის სახ. ეკლესია, XVIII ს;
* კოტიანეთის ციხის ნანგრევები ,,არამიშ ნოხორი,, , XVIII ს’
* ძვ. სენაკის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის ნანგრევები XVIII ს;
* ძვ. სენაკის მაცხოვრის შობის სახ. ეკლესია, XVIII ს;
* ,,ქუაშ ოხორიშ,, ციხე, XIII ს;
* საგანგაშო კოშკი - ძველი სენაკი;
* ,,ჯგემარიონის,, ეკლესიის ნანგრევები - შუა საუკუნეები - ლეძაძამეს თემი;
* კვაუთის მთავარანგელოზის სახ. ეკლესიის ნანგრევები - შუა საუკუნეები;
* მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ნაშთი - ლეძაძამეს თემი;
* ჩიქოვანების აბანო - ლეძაძამეს თემი;
* დადიანების საგვარეულო ნაგებობა- ლეძაძამეს თემი;
* ანტიკური პერიოდის აბანო - ლეძაძამეს თემი;
* შხეფის ციხის კომპლექსი (შუა საუკუნეები) - სენაკი, შხეფის უბანი;
* ღვთისმშობლის შობის სახ. ეკლესია - ზემო თეკლათის დედათა მონასტერი), XIX ს;
* მთავარანგელოზის სახ. მენჯის ეკლესია, XIX ს - სენაკი, მენჯის უბანი;
* ,,ნაოხვამუშ ეკლესია,, ,XIII ს - მენჯის თემი;
* საკალანდარიშვილოს წმ. გიორგის სახ. ეკლესია, XIII ს - სენაკი, საკალანდარიშვილოს უბანი;
* საკალანდარიშვილოს ციხის ნანგრევები, XIII ს - სენაკი, საკალანდარიშვილოს უბანი;
* ნათლისმცემლის სახ. ტაძარი, XX ს;
* ,,ხომონის გვირაბი,, - სენაკი, შეფის უბანი;
* ხორშის მაცხოვრის სახ. ეკლესიის ნანგრევები, XIII ს - ხორშის თემი;
* მთავარანგელოზის სახ. ეკლესია (გვიანი შუა საუკუნეები) - ხორშის თემი;
* საგანგაშო კოშკი - ხორშის თემი;
* ნოსირის რომაული ტიპის აბანოს ნანგრევები, VI-VIII სს - ნოსირის თემი II ნორისის უბანი,;
* მაცხოვრის შობის სახ. ეკლესია, XXI ს - ნოსირის თემი;
* წმ. გიორგის სახ. ეკლესიის ნაშთი, შუა საუკუნეები - გეჯეთის თემი
* მთავარანგელოზის სახ. ეკლესია - ფოცხოს თემი;
* ,,ჯგემარიონის ეკლესია,, - ფოცხოს თემი;
* წმ. გიორგის სახ. ეკლესიის ნაშთი - უშაფათის თემი;
* მთავარანგელოზის სახ. ეკლესიის ნაშთი - უშაფათის თემი;
* წმ. ბარბარეს სახ. ეკლესიის საძირკვლის ნაშთი, შუა საუკუნეები - თეკლათის თემი
* საგანგაშო კოშკი - მენჯის თემი
 
 
==სქოლიო==