საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} '''საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახე...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალურიUser:Contributions/Nodar Kherkheulidze|Nodar Kherkheulidze]]|2=2011 წლის 12 ნოემბერი}}
'''საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ''' — განსაზღვრავს იმ ტერიტორიების სტატუსს, რომლებიც ოკუპირებულია [[რუსეთი|რუსეთის ფედერაციის]] სამხედრო აგრესიის შედეგად და ადგენს ამ ტერიტორიების განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს<ref>საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი 1</ref>. მიღებულ იქნა [[2008|2008 წლის]] [[23 ოქტომბერი|23 ოქტომბერს]].
 
== შინაარსი ==
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ შედგება პრეამბულისა და თერთმეტი მუხლისაგან.
 
=== პრეამბულა ===
კანონის პრეამბულის თანახმად, [[საქართველო]] არის სუვერენული, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო და მის ტერიტორიაზე ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს სახელმწიფოს მკაფიოდ და ნებაყოფლობით განცხადებული თანხმობის გარეშე, [[1907|1907 წლის]] ჰააგის რეგულაციების, [[1949|1949 წლის]] ჟენევის IV კონვენციისა და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმების შესაბამისად, არის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის უკანონო სამხედრო ოკუპაცია.
 
=== ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონები ===
ამ კანონის მიზნებისათვის ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონებია (შემდგომ — ოკუპირებული ტერიტორიები):
* [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის]] ტერიტორიები<ref>საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მე-2 მუხლის „ა“ პუნქტი</ref>;
* [[ცხინვალის რეგიონი]] (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები)<ref>საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტი</ref>;
* [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]]: რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მდინარე [[ფსოუ]]დან სამხრეთით მდინარე [[ენგური]]ს შავ ზღვასთან ჩადინების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში შემავალი საქართველოს შიდა წყლები და ტერიტორიული ზღვა, მათი ფსკერი და წიაღი, რომლებზედაც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, აგრეთვე საზღვაო ზონები: მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი, სადაც საქართველო თავისი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების, კერძოდ, „საზღვაო სამართლის შესახებ“ გაეროს [[1982|1982 წლის]] კონვენციის შესაბამისად, მიმდებარე ზონაში სარგებლობს ფისკალური, სანიტარიული, საიმიგრაციო და საგადასახადო უფლებებით, ხოლო განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე — სუვერენული უფლებებითა და იურისდიქციით<ref>საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მე-2 მუხლის „გ“ პუნქტი</ref>;
* ზემოთ ნახსენები ტერიტორიების ზემოთ არსებული საჰაერო სივრცე<ref>საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მე-2 მუხლის „დ“ პუნქტი</ref>.
 
=== ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმი ===
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ კანონის მოქმედების ვადით ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც გულისხმობს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ამ კანონით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, [[უძრავი ქონება|უძრავ ქონებასთან]] დაკავშირებით [[გარიგება|გარიგების]] დადებისა და ამ კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით<ref>საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი 3</ref>.
 
=== თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ===
 
== სქოლიო ==