ინტელექტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 6:
==ინტელექტის თეორიები==
ფსიქოლოგების მხრიდან,ინტელექტის გაგებისადმი განსხვავებულმა მიდგომამ, ინტელექტის სხვადასხვა თეორიის შექმნა განაპირობა
===ინტელექტის ფსიქოლმეტრულიფსიქომეტრული თეორიები===
ეს თეორიები [[სტატისტიკა|სტატისტიკურ]] მიმართებას იკვლევენ, უნარ-შესაძლებლობების სხვადასხვა პარამეტრებს შორის და ამ მიმართებათა საფუძველზე გამოაქვთ დასკვნა ადამიანის ინტელექტის შესახებ. აქ გამოიყენაბულიგამოყენებული, ძირითადი მეთოდი '''ფაქტორული ანალიზია'''. ის ცალკეული ნიშნების საფუძვლად მდებარე, შედარებით ზოგადი [[ფაქტორი|ფაქტორის]] გამოყოფას ისახავს მიზნად.
 
[[ჩარლზ სპირმენი|ჩარლზ სპირმენმა]] პირველმა გამოიყენა ფაქტორული ანალიზი ფსიქოლოგიაში და აღნიშნა, რომ არსებობს ზოგადი ინტელექტის ფაქტორი-''G'', რომელიც გონიერ შესრულებას უდევს საფუძვლად. ასევე გამოყო სპეციფიკურ უნარებთან დაკავშირებული-''S''.(მგ. არითმეტიკული დავალების შესრულება დამოკიდებულია, როგორც ზოგად, ასევე ამ სფეროსთან დაკავშირებული, სპეციფიკური უნარების ქონასთან)
 
[[რაიმონდ კეტელი|რაიმონდ კეტელმა]] ([[1963წ.]]) აღნიშნა, რომ ზოგადი ინტელექტი შეიძლება დაიყოს ორ, შედარებით დამოუკიდებელ კომპონენტად. მათ კეტელმა '''კრისტალიზებული''' და '''ფლუიდური''' ინტელექტი უწოდა. კრისტალიზებული ინტელექტი მოიცავს იმ ინფორმაციას, რომელიც სწავლის ან გამოცდილების საფუძველზე შეიძინება. ფლუიდური ინტელექტი კი მიმართებათა წვდომის, ახალი სიტუაციის გაგე ბისგაგების შესაძლებლობაში ვლინდება. ის 20 წლის ასაკში განვითარების მაქსიმუმს აღწევს.
 
[[გილფორდი|გილფორდმა]] ფაქტორული ანალიზი ინტელექტთან დაკავშირებული ამოცანების მოთხოვნათა შესასწავლად გამოიყენა და ინტელექტუალური ამოცანის სამი ნიშან-თვისება გამოყო: '''შინაარსი'''-ანუ ინფორმაციის ტიპი, '''ოპერაცია'''-შესრულებული გონებრივი მოქმედებების ტიპი და '''პროდუქტი'''-ფორმა, რითაც ინფორმაცია არის წარმოდგენილი. არსებობს; ოთხი სახის შინაარსი: მხედველობითი და სმენითი, სემანტიკური, სიმბოლური, ქცევითი. ხუთი სახის ოპერაცია: შეფასება, კონვერგენტული პროდუქცია, დივერგენტული პროდუქცია, მეხსიერება, შემეცნება. ექვსი სახის პროდუქტი: ერთეულები, კლასები, მიმართებები, სისტემები, ტრანსფორმაციები, იმპლიკაციები. გილფორდმა ეს სამი ნიშანი მართკუთხედის სიგრძეს, სიგანეს და სიმაღლეს შეუსაბამა და მათი 120კომბინაცია(ყოველი მცირე კუბი, მართკუთხედში) გამოყო, რომელთაგან თითოეული განსხვავებულ გონებრივ უნარს წარმოადგენს.
 
===სტენბერგის ინტელექტს ტრიარქიული თეორია===
პრობლემის გადაჭრაში [[კოგნიტური პროცესები|კოგნიტური პროცესების]] მნიშვნელობას ხაზი გაუსვა [[რობერტ სტენბერგი|რობერტ სტენბერგმა]]. მან შექმნა ინტელექტის ტრიატქიული-სამნაწილიანი თეორია,სადაც ინტელექტის სამი სახე გამოიყოფა; '''კომპონენტური''', '''კონტექსტუალური''' და '''ემპირიული'''.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინტელექტი“-დან