ტიტანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 48:
== არსებობა ბუნებაში ==
ტიტანი მე-10 ადგილზეა თავისი გავრცელებით ბუნებაში. დედამიწის ქერქში მისი შემცველობა წონის 0,57 %-ია, [[ზღვის წყალი|ზღვის წყალში]] 0,001 მგ/ლ<ref>J.P. Riley and Skirrow G. Chemical Oceanography V. 1, 1965</ref>. ულტრაფუძე ქანებში 300 გრ/ტ, ფუძე ქანებში — 9 კგ/ტ, მჟავე ნიადაგებში 2,3 კგ/ტ, თიხებში და ფიქალებში 4,5 კგ/ტ. დედამიწის ქერქში ტიტანი ყოველთვის ოთხვალენტიანია და მხოლოდ ჟანგბადიან ნაერთებშია.
თავისუფალინსახით ის ბუნებაში არ გვხვდება. ტიტანს გამოფიტვის განიავებისა და შეზღუდვის პირობებში აქვს გეოქიმიური მსგავსება [[ალუმინის ოქსიდი|Al<sub>2</sub>O<sub>3</sub>]]. ის კონცენტრირდება განიავებადი ქერქის ბოქსიტებში და ზღვის თიხოვან ნალექებში. ტიტანის გადატანა ხდება მინერალების მექანიკური ნატეხების და კოლოიდების სახით. მასის მიხედვით 30 %-მდე TiO<sub>2</sub> გროვდება ზოგი სახის თიხებში. ტიტანის მინერალები მდგრადებია გამოფიტვის განიავების მიმართ წარმოაქმნიან მსხვილ კონცენტრაციას ქვიშრობებში. ცნობილია 100-მდე სახეობის მინერალი რომლებიც შეიცავენ ტიტანს. მათ შორის მნიშვნელოვანია: [[რუტილი]] TiO<sub>2</sub>, [[ილმენიტი]] FeTiO<sub>3</sub>, [[ტიტანომაგნეტიტი]] FeTiO<sub>3</sub> + Fe<sub>3</sub>O<sub>4</sub>, [[პეროვსკიტი]] CaTiO<sub>3</sub>, [[ტიტანიტი]] CaTiOSiO<sub>4</sub>. განასხვავებენ ტიტანის ფესვურ, ძარღვულ მადნებს — ილმენიტი-ტიტანომაგნეტიტი და ქვიშრობულ მადნებს — რუტილი-ილმენიტი-ცირკონული.
 
== საბადოები ==
ტიტანის საბადოები მდებარეობენ სარ, რუსეთში, უკრაინაში, ჩინეთში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ინდოეთში, ცეილონზე, ბრაზილიაში, სამხრეთ კორეაში, ყაზახეთში<ref>[http://kosmopark.com/poleznie-iskopaemie/mestorozhdenie-titana ტიტანის საბადოები]</ref>.
 
== მარაგი და მოპოვება ==
ძირითადი მადნებია: [[ილმენიტი]] (FeTiO<sub>3</sub>), [[რუტილი]] (TiO<sub>2</sub>) და [[ტიტანიტი]] (CaTiSiO<sub>5</sub>).
 
[[2002]] წლისათვის, მოპოვებული ტიტანის 90 % გამოიყენებოდა ტიტანის დიოქსიდის TiO<sub>2</sub> წარმოებისათვის. ტიტანის დიოქსიდის მსოფლიო წარმოება შეადგენს 4,5 მლნ.ტ. წელიწადში. ტიტანის დიოქსიდის დამტკიცებული მარაგი (რუსეთის გარეშე) შეადგენს მიახლოებით 800 მლნ.ტ<ref>[http://www.snab.ru/lкм²/01/03.pdf პიგმენტური ტიტანის დიოქსიდის მსოფლიო ბაზარი]</ref>. [[2006]] წლისათვის, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, ილმენიტური მადნების მარაგი ტიტანის დიოქსიდზე გადათვლით და რუსეთის ჩაუთვლელად 603—673 მლნ.ტ., ხოლო რუტილის — 49.7—52.7 მლნ.ტ<ref>[http://www.aricom.ru/rus/news/titan/2007/01/23/titan_264.html ილმენიტი, რუტილი, ტიტანომაგნეტიტი — 2006 წ.]</ref>. ასე რომ ამ ტემპებით მოპოვებისას რუსეთის ჩაუთვლელად მსოფლიო მარაგი მიახლოებით 150 წელი ეყოფა. მსოფლიოში ტიტანის საბადოებით პირველ ადგილზე არის [[ჩინეთი]] ხოლო მეორე ადგილზე არის [[რუსეთი]]. მსოფლიოში ტიტანის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია რუსული კომპანია — «ВСМПО-АВИСМА»<ref>[http://www.vsmpo.ru/ Корпорация ВСМПО-АВИСМА]</ref>.
 
== მიღება ==
[[სურათი:Titan-crystal bar.JPG|thumb|კრისტალური ტიტანის ბლოკი (სიწმინდე 99,995 %, წონა ≈283 გრ, სიგრძე ≈14 სმ, დიამეტრი ≈25 მმ), დამზადებულია ქარხანა «Уралредмет» არკელისა და დე ბურის [[იოდიდური მეთოდი]]თ.]]
 
 
 
 
 
==შენიშვნები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტიტანი“-დან