თბილისი მარიოტი: განსხვავება გადახედვებს შორის

სასტუმრო თბილისში, საქართველოში
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|350px|სასტუმრო "თბილისი მარიოტი" '''სასტუმრო "თბი...
(განსხვავება არ არის)

22:21, 14 იანვარი 2007-ის ვერსია

სასტუმრო "თბილისი მარიოტი", ყოფილი სასტუმრო "მაჟესტიკის" შენობა (შოთა რუსთაველის გამზ. N13) სომეხი ვაჭრისა და მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით აშენდა. მშენებლობა 1911 წელს დაიწყო თბილისში მოღვაწე რუსი არქიტექტორის ალექსანდრ ოზეროვის პროექტით. შენობის საბოლოო ვარიანტი თბილისელმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა შექმნა 1915 წელს. სწორედ ტერ-მიქელოვისეულია ნაგებობის "შეზნექილი" ფასადი და გ. ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენ მიმართული სიმრგვალე, რომელიც დღესაც განსაზღვრავს რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთის პლასტიკურ ხასიათს.

სასტუმრო "თბილისი მარიოტი"

ხუთსართულიანი ნაგებობის ფასადთა მრთულობის საფუძველს რენესანსულ-ბაროკული ფორმები წარმოადგენს (რუსტიკა, კორინთულკაპიტელიანი, ნახევრადწრიული და ბრტყელი გიგანტური პილასტრები, ქვის კრონშტეინებზე დაყრდნობილი სამკუთხა და რკალური ფრონტონები და სხვ.). გამზირისპირა ფასადის განაპირა ნაწილში მსხვილი კოლონებით აქცენტირებული მთავარი შესასვლელია მოთავსებული. შენობას ასრულებს მეოთხე სართულის მძლავრი ანტაბლემენტი და ატიკის სართული, რომელსაც ნაძერწრიკულებიანი პარაპეტი აგვირგვინებს.

ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა 1991-92 წლების "თბილისის ომის" დროს. ამჟამად შენობა რესტავრირებულია.

ლიტერატურა

  • "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0