ქსენია პეტერბურგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გასწორდა პუნქტუაცია
ხაზი 37:
| ხსენების_დღე = [[6 თებერვალი]]
}}
'''ნეტარი ქსენია პეტერბურგელი''' - [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით [[24 იანვარი]], ახალი სტილით - [[6 თებერვალი]]. იგი [[XIX საუკუნე]]ში ცხოვრობდა [[სანკტ-პეტერბურგი|სანკტ-პეტერბურგში]], [[რუსეთი]]ს მაშინდელ დედაქალაქში. მისი მეუღლე, მეფის კარის მომღერალი, 26 წლის იყო, როცა ცოდვათა მოუნანიებლად და უზიარებლად გარდაიცვალა. მწუხარებამ შესძრა ქსენიას გული და აი, სწორედ მაშინ მოუწოდა მას უფალმა [[ქრისტე]]ს სალოსობისაკენ. თავისი სულიერი ღვაწლი რომ დაეფარა, წმიდანი შეშლილივით იქცეოდა, უცნაურ ტანსაცმელს იცვამდა, და გარდაცვლილი მეუღლის, ანდრიას სახელს იჩემებდა. ქონება ღარიბებს დაურიგა და არაფერი გააჩნდა იმ ტანსაცმლის გარდა, რომელიც ეცვა: საზრდელს კეთილი ადამიანები აწვდიდნენ. როცა სმოლენსკის სასაფლაოზე ქვითკირის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, ქსენია ღამით მალულად ეზიდებოდა ტყიდან აგურებს: ეკლესიის აგებაშიც მონაწილეობდა და ხორცის მოუძლურებით სულსაც შეეწეოდა მუდმივი ლოცვის ღვაწლში. ხალხის უმეტესობა ვერ უგებდა წმიდანს და დასცინოდა. ნეტარი ქსენია მოთმინებით იტანდა წყენას და თავისი შეურაცხმყოფლების ცხონებას შესთხოვდა უფალს. დაუცხრომელი ღვაწლისთვის წმიდანის განჭვრეტის, სასწაულთქმედების და კურნების ნიჭი მიემადლა.