იოსებ ბაქრაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''იოსებ ზოსიმეს ძე ბაქრაძე''' (* 1 თებერვალი/14 თებერვალი, 1850, [[არ...
 
+კატ.
ხაზი 1:
'''იოსებ ზოსიმეს ძე ბაქრაძე''' (* 1 თებერვალი/[[14 თებერვალი]], [[1850]], [[არბო|სოფ. არბო]], ახლანდელი [[გორის რაიონი]] ― 14 მაისი/[[27 მაისი]], [[1904]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან ჟურნალ-გაზეთებში - "დროებაში", "ივერიაში", "მნათობსა" და "კვალში" - აქვეყნებდა ლექსებს, წერილებსა და თარგმანებს.
ბაქრაძე ქართველ ხალხოსნებთან ერთად იღვწოდა, მონაწოლეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, ზრუნავდა ქართული თეატრის რეპერტუარისთვის. გ. სუნდუკიანთან ერთად თარგმნა მისი პიესები "პეპო" (1895), "ხათაბალა", "კიდევ ერთი მსხვერპლი". მანვე თარგმნა ჯ. ბაირონის "ჩაილდ-ჰაროლდი" ("ივერია", 1879), ვ. სკოტის "აივენგო" (დაიბეჭდა ცალკე წიგნად, 1895, 1938), ვ. ალფიერის "ვირგინია" (1873), კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა", ფ. შილერის "მარიამ სტიუარტი" (1892) და "პაცის ჯალადობა", ვ. პოტოს "საქართველო და მისი ისტორიული წარსული დრო" (დაიბეჭდა ცალკე წიგნად, 1894). ბაქრაძის ზოგი ორიგინალური თუ თარგმნილი ლექსი - "მე ქართველი ვარ!", "სიმღერა" ("არც სახლი მაქვსმ არც კარი"), ჰაინეს "ტურფავ, ტურფავ" და სხვა ხალხურ სიმღერებად იქცა. ბაქრაძის ფსევდონიმებია "ი. ელაქიძე", "ი. ოქრიაშვილი", "გ. თენაძე", "გ. ციმაკურიძე".
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1850]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1904]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_ბაქრაძე“-დან