ემილი დიკინსონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ემილი დიკინსონი''' (დ. [[10 დეკემბერი]], [[1830]] - გ. [[15 მაისი]], [[1886]]) იყო [[ამერიკელები|ამერიკელი]] პოეტი. დაიბადა ამერსტში, [[მასაჩუსეტსი|მასაჩუსეტსის]] შტატში, წარმატებულ ოჯახში, რომელსაც ძლიერი საზოგადოებრივი კავშირები გააჩნდა, თუმცა ემილი საკმაოდ ინტროვერტული და ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდობაში ამერსტის აკადემიაში შვიდი წელი ისწავლა, მცირე ხანი მოუნტ ჰოლიოკის ქალთა სემინარიაშიც გაატარა, სანამ სახლში დაბრუნდებოდა. ემილი, რომელიც ადგილობრივებს ექსცენტრიულად მიაჩნდათ, ცნობილი იყო იმით, რომ სტუმრებსაც იშვიათად ეგებებოდა, ხოლო მოგვიანებით თავისი ოთახიდან თითქმის აღარ გამოდიოდა.
 
ემილის სიცოცხლეში მისი ათასრვაასამდე ლექსის მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოქვეყნდა,<ref>Sources differ as to the number of poems that were published, but most put it between seven and ten.</ref> რომელიც გამომცემლების მიერ იქნა ჩასწორებული, რათა იმ დროის პოეზიურ წესებში ჩამჯდარიყო. დიკინსონის ლექსები უნიკალურია იმ ეპოქისათვის, რომელშიც ის წერდა. ისინი შეიცავენ მოკლე ხაზებს და ჩვეულებრივ არ აქვთ სათაურები.<ref name="Mc2">McNeil (1986), 2.</ref> ბევრი მათგანი ეხება სიკვდილისა და უკვდავების თემას - ორი საკითხი, რომელიც ემილის მიერ მეგობრებისადმი მიწერილ წერილებში ჭარბობს.
ხაზი 19:
დიკინსონმა აკადემიაში შვიდი წელი გაატარა, სადაც გაიარა ინგლისურის, კლასიკური ლიტერატურის, ლათინურის, ბოტანიკის, გეოლოგიის, ისტორიის, "გონებრივი ფილოსოფიის" და არითმეტიკის კლასები.<ref>Habegger (2001). 142.</ref> სკოლის იმ დროინდელმა დირექტორმა დენიელ ტეგარტ ფისკემ მოგვიანებით გაიხსენა, რომ ემილი იყო "ძალზედ ნიჭიერი" და "საუკეთესო მოსწავლე, სანდო ყოველგვარ სასკოლო მოვალეობებში".<ref>Sewall (1974), 342.</ref> მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენიმე სემესტრი ავადმყოფობის გამო გაუცდა (რომელთაგანაც ყველაზე გრძელვადიანი 1845-1846 წლებში იყო, როდესაც ის მხოლოდ თერთმეტი კვირით იყო ჩარიცხული<ref>Habegger (2001), 148.</ref>) მას მოსწონდა თავისი სასწავლებელი, მეგობარს წერდა, რომ აკადემია იყო "ძალიან კარგი სკოლა".<ref name="wolff77"/>
 
როდესაც სოფია ჰოლენდი - მისი მეორე ბიძაშვილი და ახლო მეგობარი, ტიფისაგან ავად გახდა და [[1844]] წლის აპრილში გარდაიცვალა, მაშინ ამის გამო ემილი ნამდვილად ტრავმირებული იყო.<ref name="Ford18" /> ორი წლის შემდეგ, როდესაც ეს შემთხვევა გაიხსენა, მან დაწერა: "მიმაჩნდა რომ მეც უნდა მოვმკვდარიყავი, თუკი არ ვიქნებოდი ნებადართული, რომ მისთვის მომეარა ან უბრალოდ მისი სახისთვის შემეხედა".<ref>Habegger (2001), 172.</ref> ის იმდენად მელანქოლიური გახდა, რომ მისმა მშობლებმა ბოსტონში, ოჯახთან გაგზავნეს, რათა გამოჯანმრთელებულიყო,<ref name="wolff77">Wolff (1986), 77.</ref> ხოლო მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობა და შინაგანი სიმშვიდე აღიდგინა, სწავლის გასაგრძელებლად ამერსტის აკადემიაში დაბრუნდა.<ref>Ford (1966), 55.</ref> სწორედ ამ პერიოდში შეხვდა იგი პირველად იმ ადამიანებს, რომლებიც შემდეგ მთელი ცხოვრების მეგობრები და ახლობლები გახდნენ, მაგალითად: აბია რუთი, ები ვუდი, ჯეინ ჰამფრი და სუზან ჰანტინგტონ გილბერტი (რომელიც მოგვიანებით ემილის ძმა ოსტინზე დაქორწინდა).
 
[[1845]] წელს ამერსტში რელიგიური გამოცოცხლება იყო.<ref name="ford47to48">Ford (1966), 47–48.</ref> მომდევნო წელს დიკინსონმა მეგობარს მიწერა: "არასოდეს განმიცდია ასეთი შეუდარებელი სიმშვიდე და ბედნიერება, როგორც ამ მოკლე დროში, როდესაც ვიგრძენი, რომ ჩემი გადამრჩენელი ვიპოვე".<ref name="Habegger168">Habegger (2001), 168.</ref> ასევე მან თქვა, რომ ეს იყო "უდიდესი სიამოვნების განცდა, როცა ურთიერთობ დიდ ღმერთთან და გრძნობ, რომ ის ჩემს ლოცვებს მოუსმენს".<ref name="Habegger168" /> თუმცა ამ ყველაფერმა დიდხანს არ გასტანა: დიკინსონს არასოდეს გაუკეთებია რწმენის ფორმალური დეკლარაცია და "რელიგიურ სამსახურს" რეგულარულად მხოლოდ რამოდენიმე წლის განმავლობაში ესწრებოდა.<ref>Ford (1966), 37.</ref> მას შემდეგ, რაც დაახლოებით [[1852]] წელს მისი ეკლესიაში სიარულის პერიოდი დასრულდა, მან ლექსის დასაწყისი დაწერა: "Some keep the Sabbath going to Church – / I keep it, staying at Home" ("ზოგი შაბატს ეკლესიაში სიარულით ინახავს – / მე კი - სახლში ყოფნით").<ref>Johnson (1960), 153.</ref>
 
მისი აკადემიაში ყოფნის ბოლო წელს ემილი ახალ ახალგაზრდა დირექტორ ლეონარდ ჰამფრის დაუმეგობრდა. მას შემდეგ, რაც [[1847]] წლის [[10 აგვისტო|10 აგვისტოს]] დიკინსონმა აკადემიაში საბოლოო სემესტრი განასრულა, მან მერი ლიონის მოუნტ ჰოლიოკის ქალთა სემინარიაში (რომელიც მოგვიანებით მოუნტ ჰოლიოკის კოლეჯი გახდა) სწავლა დაიწყო, რომელიც სამხრეთ ჰედლიში, ამერსტიდან დაახლოებით ათ მილში (16 კმ) მდებარეობდა.<ref>Ford (1966), 46.</ref> სემინარიაში მან მხოლოდ ათი თვე გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ემილის მოსწონდა აქ მყოფი გოგონები, მას დიდხნიანი მეგობრები აქ არ შეუძენია.<ref>Sewall (1974), 368.</ref> დიკინსონის ჰოლიოკში მოკლეხნიანი დარჩენის მიზეზები განსხვავდება: შესაძლოა მას ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს, მამამისს სურდა, რომ ის სახლში ყოფილიყო, მან ამით იმ ევანგელისტური მხურვალების წინაშე გაილაშქრა, რაც სკოლაში სუფევდა, მას არ მოსწონდა ძლიერ დისციპლინირებული პედაგოგები, ან შესაძლოა უბრალოდ თავისი სახლი ენატრებოდა და დარდობდა.<ref>Sewall (1974), 358.</ref> ემილის ძმა [[1848]] წლის [[25 მარტს|25 მარტი]] მის სახლში წასაყვანად მოვიდა,<ref>Habegger (2001), 211.</ref> ხოლო ამერსტში დაბრუნებულმა დიკინსონმა სახლის საქმეებს მიჰყო ხელი.<ref name="Pic19">Pickard (1967), 19.</ref> მან დაიწყო ცხობა და ესწრებოდა ადგილობრივ შეკრებებსა და სანახაობებს.<ref>Habegger (2001), 213.</ref>
 
===ადრეული გავლენა და წერა===
როდესაც ემილი თვრამეტი წლის იყო მისი ოჯახი დაუმეგობრდა ახალგაზრდა ადვოკატს სახელად ბენჯამინ ფრანკლინ ნეუტონს. იმ წერილის თანახმად, რომელიც ნიუტონის გარდაცვალების შემდეგ დიკინსონის მიერაა დაწერილი, ის იყო "ჩემს მამასთან ორი წელი, სანამ უორკესტერში წავიდოდა სწავლის გასაგრძელებლად და ჩვენს ოჯახშიც ხშირად იყო".<ref>Habegger (2001), 216.</ref> მიუხედავად იმისა რომ მათი ურთიერთობა შესაძლოა არ იყო რომანტიკული, თავად ნიუტონი მაინც დიდი გავლენა იყო და გახდა მეორე მამაკაცი (ჰამფრის შემდეგ), რომელზეც დიკინსონი საუბრობდა, სხვადასხვაგვარად, როგორც მის მრჩეველზე, დამრიგებელსა და პედაგოგზე.<ref>Sewall (1974), 401.</ref>