აფონსუ VI (პორტუგალია): განსხვავება გადახედვებს შორის

r2.7.2) (ბოტის შეცვლა: fi:Alfonso VI (Portugali); cosmetic changes
(r2.7.1) (ბოტის დამატება: no:Alfonso VI av Portugal)
(r2.7.2) (ბოტის შეცვლა: fi:Alfonso VI (Portugali); cosmetic changes)
აფონსუ 14 წლის იყო, როდესაც გარდაეცვალა მამა. რეგენტი გახდა მისი დედა, ჭკვიანი და ენერგიული ქალი. იგი მმართველობას განაგრძობდა მას მერეც, როდესაც მეფე სრულწლოვანი გახდა. ბავშვობიდან აფონსუ არაფრით სერიოზულით არ იყო დაკავებული, ცუდად სწავლობდა, მასწავლებლებს არ უჯერებდა, სამაგიეროდ უყვარდა ქუჩის ბიჭებთან თამაში. გამეფების შემდეგ მან განაგრძო ასეთი ცხოვრება: ლოთობდა და გარყვნილობდა. მის მეგობარს, იტალიელ ვაჭარს [[ანტონიო კონტი]]ს დიდი გავლენა ჰქონდა მასზე და განაწყობდა დედის წინააღმდეგ. დედოფალმა, ამის საპასუხოდ, დაიახლოვა უმცროსი ვაჟი [[პედრუ II (პორტუგალია)|პედრუ]], რომელიც დაახლოვა ყველაზე პატივცემულ და განათლებულ ხალხთან და აპირებდა ძალაუფლება მისთვის გადაეცა. [[1662]] წელს, სახელმწიფო თათბირისას, დედოფლის ერთგულმა დიდებულებმა დააპატიმრეს აფონსუ, კონტი და მეფის სხვა მეგობრები. მაგრამ ამ გადატრიალებას წარმატება არ ჰქონია. აფონსუ [[ალკანტარა]]ში გაიქცა, საიდანაც განაგრძო დედის წინააღმდეგ ბრძოლა. დიდებულთა უმეტესობა და არმია მას მიემხრო. დედოფალი იძულებული გახდა მონასტერში წასულიყო. მმართველობა გადავიდა გრაფ [[კასტელო მელორა]]ს ხელში, იგი ჭკვიანი და მოხერხებული კაცი იყო. [[1666]] წელს მან მეფეს ცოლად მარია ფრანსისკა. აფონსუს იგი მალე მობეზრდა და აღარ აქცევდა ყურადღებას. დედოფალი კი ამაყი და პატივმოყვარე ქალი იყო. ქმართან ჩხუბის მერე, იგი მის უმცროსს ძმას დაუახლოვდა. მალე მათ ძლიერი პარტია ჩამოაყალიბეს და ბევრი მომხრე ყავდათ. [[1667]] წლის [[1 ოქტომბერი|1 ოქტომბერს]] პედრუმ დაიკავა სამეფო სასახლე და მეფეს მოსთხოვა თავისი მეობრების მმართველობისგან ჩამოშორება. სასახლის გარშემო მყოფი ხალხიც იგივეს ითხოვდა. მეფე უნდა დათანხმებულიყო. ნოემბერში იგი აიძულეს უარი ეთქვა ტახტზე. კორტესებმა პედრუ პრინც მმართველად აღიარეს. მარია ფრანსისკა ამტკიცებდა რომ არ ჰქონდა აფონსუსთან ცოლ-ქმრული ურთიერთობები, განქორწინება მიიღო და პედრუს გაყვა ცოლად. აფონსუ ჯერ სასახლეში იყო პატიმრობაში, შემდეგ გადაასახლეს [[ტერსეირუ]]ში, რამდენიმე წლის მერე კი მისცეს პორტუგალიაში დაბრუნების უფლება და იგი სასახლეში დასახლდა. ბოლო წლები აფონსუმ სრულ [[აპატია]]ში გაატარა.
 
== ლიტერატურა ==
* Рыжов, K. (1999). ''Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа''. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X
 
[[en:Afonso VI of Portugal]]
[[es:Alfonso VI de Portugal]]
[[fi:AlfonsAlfonso VI (Portugali)]]
[[fr:Alphonse VI de Portugal]]
[[gl:Afonso VI de Portugal]]
77,380

რედაქტირება