დეკარტის კოორდინატთა სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25:
წრფეს მასზე განსაზღვრული დეკარტეს კოორდინატთა სისტემით ''რიცხვითი ღერძი'' ეწოდება. ნებისმიერ რიცხვს იქნება ის [[ნატურალურირიცხვი|ნატურალური]], [[რაციონალური რიცხვი|რაციონალური]] თუ [[ირაციონალური რიცხვი|ირაციონალური]] ასეთ წრფეზე ერთადერთი მდებარეობა შეესაბამება. და საპირისპიროდ, ნებისმიერი წერტილი წრფეზე შეიძლება დახასიათდეს ერთი [[რიცხვი]]თ.
 
===დეკარტეს კოორდინატები ორ განზომილებაშისიბრტყეზე===
 
დეკარტეს კოორდინატთა სისტემა ორ განზომილებაში (სიბრტყეზე) შედგება ორი პერპენდიკულარული წრფისგან (კოორდინატთა ღერძებისგან), ორივე ღერძისთვის განსაზღვრული ერთიდაიგივე სიგრძის ერთეულისგან და თითოეული ღერძისთვის განსაზღვრული მიმართულებისგან. ამ ღერძებს ხშირად ''x'' და ''y''-ღერძებს უწოდებენ, სადაც ''x''-ღერძი როგორც წესი არის ჰორიზონტალური, ხოლო ''y''-ღერძი ვერტიკალური. ღერძების გადაკვეთის წერტილი წარმოადგენს ათვლის წერტილს ორივე ღერძისთვის და შესაბამისად ორივე ღერძი წარმოადგენს ცალკე რიცხვით ღერძს.