ბორჯომის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

+ლიტერატურა
(Robot: Cosmetic changes)
(+ლიტერატურა)
{{ვიკი}}
[[ფაილი:Borjomi Valley.jpg|thumb|300px|ბორჯომის ხეობა]]
'''ბორჯომის ხეობა''', '''[[მტკვარი|მტკვრის]] ხეობა''', [[ბორჯომის რაიონი|ბორჯომის რაიონის]] ფარგლებში, სოფელ [[აწყური]]დან (სამხრეთ-დასავლეთი) სოფელ [[ტაშისკარი|ტაშისკარამდე]] (ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი). მისი სიგრძეა დაახლოებით 60 კმ. ხეობის ფერდობებს ქმნის [[მესხეთის ქედი|მესხეთისა]] და [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის ქედები]]. ბორჯომის ხეობა [[ახალციხე (ქალაქი)|ახალციხის]] ქვაბულს [[შიდა ქართლის ვაკე|შიდა ქართლის ბართან]] აკავშირებს. გენეტურად ტექტონიკური-ეროზიული ღრმა (1300-1500 მ) გამკვეთი ხეობაა, მდებარეობ ზღვის დონიდან 710-900 მ. აგებულია ძლიერი დანაოჭებული პალეოგენური, უმთავრესად ანდეზიტური ტუფბრექჩიებით და ფლიშური წყებებით. ბაკურიანის ლავური ნაკადის ბოლო ქ. ბორჯომთან მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირამდე აღწევს.
 
ბორჯომის ხეობის გაგანივრებულ ტერასულ უბნებს ციცაბოფერდობებიანი ვიწრობები ენაცვლება. ხეობის ფერდობები დასერილია ხევებით. ბევრგანაა მეწყრები და გაშიშვლებული კლდეები. ბორჯომის ხეობა მდიდარია გრუნტის წყლებითა და წყაროებით, რომელთა შორის ბევრი მინერალური წყაროა. ხეობის მარცხენა მხარის დიდი ნაწილი ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალს უჭირავს.
 
XVIII საუკუნის ბოლოსათვის ბორჯომის ხეობა მთლიანად გაუკაცრიელდა. აქ არსებული მატერიალური კულტურული ძეგლები დაინგრა, ბევრი მთლიანად განადგურდა. ახალციხის საფაშოს მოშლისა და სამცხე-საათაბაგოდან თურქ დამპყრობთა განდევნის შემდეგ (1829) დაიწყო ბორჯომის ხეობის ხელახალი დასახლება. XIX საუკუნის 50-60 წლებში. ზემო იმერეთიდან და ზემო ქართლიდან ბორჯომის ხეობაში 205 კომლი გადმოსახლდა. შემდგომში აქ უკრაინელი და ბერძენი მოახალშენენიც დასახლდნენ. 1871 წელს ბორჯომის ხეობა დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის საუფლისწულო მამული გახდა. ამ დროიდან აქაური გლეხობის მდგომარეობა გაუარესდა, რასაც 1899 წაღვერისა და კიმოთესუბნის გლეხთა აჯანყება მოჰყვა. 1918 წლის 7 მარტს ამიერკავკასიის ხეიმმა ბორჯომის ხეობა სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1921 წლის 20 მაისის დეკრეტით ბორჯომის ხეობა სახელმწიფო მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა.
==ლიტერატურა==
*{{ქსე|2|480|ჯაყელი ქ., აბულაძე ვ.}}
 
{{ესკიზი-საქართველო}}
158 161

რედაქტირება