თერმოდინამიკა არის მეცნიერება ენერგიის გარდაქმნის შესახებ.თერმოდინამიკა სწავლობს სითბური მოძრაობის კანონზომიერებას და სითბური მოძრაობის გავლენას სხეულთა ფიზიკურ თვისებებზე.
'''თერმოდინამიკა''' ''(ბერძნ. Therme — სითბო + Dynamis — ძალა)'' — [[ფიზიკა|ფიზიკის]] ნაწილია, რომელიც სითბოსა და სხვა სახის ენერგიების ურთიერთგარდაქმნას შეისწავლის ისე, რომ არ ითვალისწინებს სხეულთა [[მოლეკულა|მოლეკულურ]] აგებულებას.
== თერმოდინამიკის პირველი კანონი ==
თერმოდინამიკის პირველი კანონი - ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლისას სისტემის ΔU შინაგანი ენერგიის ცვლილება ტოლია გარე ძალთა A მუშაობისა და სისტემაზე გადაცემული Q სითბოს რაოდენობის ჯამისა :