ამილახვრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გასწორდა პუნქტუაცია
ხაზი 26:
}}
 
'''ამილახვრები''', [[თავადი|თავადთა]] საგვარეულო [[ქართლის სამეფო|ქართლის სამეფოში]], მსხვილი სათავადოს, [[საამილახორო|საამილახოროს]] მფლობელები. ამილახვრების გვარი (თავდაპირველად ისინი ზევდგინიძეები იყვნენ) წარმომდგარა [[ამილახორი|ამილახორის]] სამოხელეო თანამდებობისაგან. ამილახვრების სათავადოს საფუძველი ჩაეყარა XIV საუკუნის დამდეგს. გვარის აღზევება XV საუკუნის I ნახევრიდან დაიწყო. XV-XVI საუკუნებში სათავადოს მფლობელნი ზევდგინიძე-ამილახვრებად იწოდებოდნენ, XVII საუკუნიდან კი ამილახვრებად. ამილახვრები ფეოდალური ქართლის თვალსაჩინო პოლიტიკური, სამხედრო და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. სათავადოს უფროსი — ამილახორი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი დიდებული თავადი იყო. მისი შვილები, ამილახვრისშვილებად იწოდებოდნენ და, საგვარეულოს სხვა წევრებთან ერთად, მეორე და მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. სათავადოს უფროსი, ჩვეულებრივად, ზემო ქართლის [[სადროშო|სადროშოს]] სარდალი და გორის [[მოურავი|მოურავიც]] იყო. სხვადასხვა დროს ამილახვრებს ეკავათ [[ეშიკაღასბაში|ეშიკაღასბაშის]], [[ბოქაულთუხუცესი|ბოქაულთუხუცესის]], [[ყორჩიბაში|ყორჩიბაშის]], [[მოლარეთუხუცესი|მოლარეთუხუცესისა]] და სხვა თანამდებობები.
 
ზედგინიძე-ამილახვართა სახლის განშტოებები იყო: [[გურამიშვილები]] და [[ტუსიშვილები]] [[კახეთი|კახეთში]], [[ხიდირბეკიშვილები]] [[სამცხე]]სა და [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]], და [[ემუხვარები]] [[აფხაზეთი|აფხაზეთში]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამილახვრები“-დან