პროტესტანტიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 22:
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 7 საეკლესიო კრების ზოგ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ქრისტიანული ეკლესიის პროტესტანტული ფრთა, მაგალითად 787 წელს მსოფლიო მე-7-ე საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას, რომელიც გაიმართა ნიკეაში, ამ კრებაზე დაკანონდა, სავალდებულო გახდა ხატთთაყვანისცემა და ამ გადაწყვეტილების ირგვლივ კამათი დღემდე არ წყდება. ძირითადად 7 საეკლესიო კრებებზე მიღებულ რწმენის სიმბოლოებს სცნობს მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის სამივე ძირითადი აღმსარებლობა: როგორც მათლმადიდებლობა, კათოლიციზმი, ასევე პროტესტანტული ეკლესიები. 7 მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ძირითდად მიღებულ იქნა რწმენის ორი სიმბოლო: ნიკეის რწმენის სიმბოლო 325 წელი ქალაქი ნიკეა და კონსტანტინეპოლის რწმენის სიბოლო, რომელიც ასევე მოიხსენიება, როგორც ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლოდ. ქ. კონსტანტინეპოლი 381 წელი. მოგვიანებით გამოჩნდა რწმენის სიმბოლო, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც ათანასეს რწმენის სიმბოლო. ეს დოკუმენტი რომელიმე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე არ დაუმტკიცებიათ, მაგრამ იგი ფართოდ არის გავცელებული. არსებობს აზრი, რომ ათანასეს რწმენის სიმბოლო არ იყო დაწერილი ცნობილი კაპადუკიელი საეკლესიო მამის ათანასეს მიერ და რომ ის საერთოდ არ იყო რწმენის სიმბოლო. ეჭვს არ იწვევს, რომ რწმენის სიმბოლო დაწერილია არა ათანასეს მიერ, არამედ როგორც ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, ის მას მიაწერეს VIII საუკუნეში, ალბათ იმიტომ, რომ ათანასე ითვლება სამების შესახებ ორთოდოქსული დოქტრინის მამად. რწმენის სიმბოლოს წარმომავლობაზე მკვლევარებს შორის არ არის ერთი აზრი, თუმცა არსებობს ბევრი მტკიცება, რომ ათანასეს რწმენის სიმბოლო დაწერილი იქნა 500 წელს სამხრეთ გალიაში(თანამედროვე საფრანგეთი). დასავლეთის ეკლესიები აღნიშნულ რწმენის სიმბოლოს აღიარებდნენ ნიკეის და კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლოების გვერდით, როგორც ერთ-ერთ რწმენის სიმბოლოთაგანს. ის ფართოდ იყო მიღებული პროტესტანტულ ეკლესიებშიც. აღმოსავლეთის ეკლესიები ან არ სცნობდნენ ათანასეს ავტორობას, ან სიტყვას ”ფილოკვე Filoque”-ძისაგან, რომელიც ამტკიცებდა, რომ სულიწმინდა გამოდის როგორც მამისაგან ასევე ძისაგან, თვლიდნენ გვიან ჩამატებულად.
 
==პროტესტანტების მრწამსი==
==მოციქულთა რწმენის სიბოლო==
მწამს მამა ღმერთი, ყოვლისშემძლე, შემომქმედი ცისა და მიწისა, და უფალი იესო ქრისტე, მხოლოდ შობილი ძე ღმერთისა, უფალი ჩვენი, ჩასახული სულიწმინდისაგან, დაბადებული ქალწულ მარიამისაგან, ნაწამები პონტოელი პილატეს დროს, ჯვარცმული, მომკვდარი და დამარხული, ჩასული ჯოჯოხეთში, მკვდრეთით აღმდგარი მესამე დღეს, ამაღლებული ზეცაში და ყოვლისშემძლე მამა ღმერთის დიდებაში მჯდომი, საიდანაც ის მოვა ცოცხალთა და მკვდართა გასასამართლებლად.
მწამს სულიწმინდა, ერთი წმინდა ქრისტიანული ეკლესია, წმინდანთა მოზიარეობა, ცოდვების პატიება, მკვდრეთით აღდგომა და საუკუნე სიცოცხლე ამინ. ”