კონიაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.2) (ბოტის დამატება: be-x-old ,gv ,io ,sk შეცვლა: de ,en
No edit summary
ხაზი 9:
ადგილობრივი ყურძნისგან იმდენი ღვინის წარმოება დაიწყეს, რომ მისი შეგროვება გართულდა. სასმელის ხარისხი დაეცა. დაბალალკოჰოლური და მჟავე სასმელი ზღვით ხანგრძლივ გადატანას ვერ უძლებდა. ამასთან, სასმელის კასრებით გადატანა შრომატევადი და ეკონომიურად წამგებიანი საქმე გახდა.
 
[[1641]] წელს მაგიდის თეთრ ღვინოზე გადასახადის რაოდენობა გაიზარდა. ასეთი სასმელი შარანტის დეპარტამენტის მეღვინეებს ინგლისში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაჰქონდათ. იმისთვის, რომ მომატებული გადასახადი არ დაეფარათ, გადაწყვიტეს პროდუქციის მოცულობა ღვინის "გადარეკვით"გამოხდით შეემცირებინათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ გზით მიღებული სასმელი მოგვიანებით, წყლით გაზავდებოდა და ჩვეულებრივი ღვინო იქნებოდა. თუმცა, მიღებულმა სითხემ, რომელიც ღვინოს ნამდვილად არ ჰგავდა, თვით მწარმოებლების მოწონება დაიმსახურა. როგორც მიხვდით, ეს სასმელი კონიაკი იყო.
 
კონიაკი განსაკუთრებულად პოპულარული მაშინ გახდა, როცა [[ლუდოვიკო XIV]]-მ გასინჯა და შეაფასა იგი. სამეფო კარზე სასმელს სანახევროდ წყლით გაზავებულს და მცირე დოზით შეექცეოდნენ. [[1701]] წელს, საფრანგეთსა და ინგლისს შორის, ესპანეთის მემკვიდრეობის თაობაზე, ომი გაჩაღდა. საფრანგეთი ინგლისის ფლოტის მიერ ბლოკირებული იყო, რამაც ინგლისში კონიაკის სპირტის ტრანსპორტირებას ხელი შეუშალა.
ხაზი 21:
[[ფაილი:Koniaki 2.jpg|thumb|250px|კონიაკის დაძველება]]
კონიაკის წარმოების ტექნოლოგია რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში გაუმჯობესდა და უფრო სრულყოფილი გახდა. თეთრი ყურძნის შერჩეული სახეობები (უნი ბლანი, კოლომპარი, ფოლ-ბლანში, სენტ-ემილიონი), რომელიც ოქტომბერში იკრიფება, სპეციალური მეთოდით იწურება. მიღებული წვენის დუღილი დაახლოებით, 3-4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. შედეგად, ახალგაზრდა, მშრალი ღვინო ბლან-დე-ბლანი (Blanc de Blanc) მიიღება.
კონიაკის წარმოებაში ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ეტაპი-ე.წ. გადარეკვაგამოხდა. ის მოსავლის აღების შემდგომ წელს, აუცილებლად, 31 მარტამდე ხდება. როგორც პირველი, ისე მეორე გადარეკვაგამოხდა სპეციალური აპარატის მეშვეობით ხორციელდება, რომელსაც alambic charentais ჰქვია. ტრადიციისამებრ, ის სპილენძისგან მზადდება, რადგან ის ღვინის მჟავას უძლებს. 9 ლიტრი ღვინის გადარეკვაგამოხდა დაახლოებით, 1 ლიტრ კონიაკის სპირტს გვაძლევს. საწყის დისტილანტს-tetes და ბოლოს, რომელსაც guenes ჰქვია, ასხამენ, რადგან ის ბევრ არასახარბიელო ნივთიერებას შეიცავს.
 
მეორე გადარეკვაგამოხდა განსაკუთრებულ დაკვირვებასა და ყურადღებას მოითხოვს. მას bonne chaaffe ჰქვია. სპირტი 12 საათის განმავლობაში ნელა გადაირეკებაგამოიხდება. ისევე, როგორც პირველი დისტილაციის შემთხვევაში, რჩება მხოლოდ ერთი "გული". სითხე, რომლის სიმაგრეც 69-დან 72 გრადუსამდე მერყეობს, შემდგომში დაძველდება.
შემდგომი ეტაპი კონიაკის დაძველებაა, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება. სასმელი 350 ლიტრიან მუხის კასრებში, 3-დან 5 წლამდე და ზემოთ, ძველდება. მასალა, რომლისგანაც კასრია დამზადებული, არანაკლებ მნიშვნელოვანია. კონიაკის შენახვის ვადა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და ის შეიძლება 100 წელს აღწევდეს.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კონიაკი“-დან