ბრომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 46:
თავისუფალი ბრომი ორ ატომიანი მოლეკულის სახით არსებობს Br<sub>2</sub>. მოლეკულის ატომებად [[დისოციაცია]] შეიმჩნევა 800 °C ტემპერატურის დროს და ჩქარა იზრდება ტემპერატურის შემდგომი ზრდისას. მოლეკულის დიამეტრი Br<sub>2</sub> ტოლია 0,323 ნმ, ბირთვებს შორისი მანძილი ამ მოლეკულაში არის — 0,228 ნმ.
 
ბრომი ცოტათი, მაგრამ მაინც სხვა [[ჰალოგენები|ჰალოგენებზე]] უფრო უკეთ იხსნება წყალში (3,58 გ - 100 გ წყალში, 20 °C-ზე), ხსნარს უწოდებენ [[ბრომიანი წყალი|ბრომიან წყალს]]. ბრომიან წყალში მიმდინარეობს [[ბრომწყალბადმჟავა|ბრომწყალბადმჟავის]] და არამდგრადი [[ბრომოვანიქვებრომოვანი მჟავა|ბრომოვანიქვებრომოვანი მჟავის]] (HBrO) წარმოქმნის რეაქცია:
 
Br<sub>2</sub> + [[წყალი|H<sub>2</sub>O]] → [[ბრომწყალბადმჟავა|HBr]] + [[ბრომოვანიქვებრომოვანი მჟავა|HBrO]].
 
[[ორგანული გამხსნელები]]ს უმეტესობაში ბრომი ერევა ყველანაირ ურთიერთობაში, ამასთან ხშირად ხდება ორგანული გამხსნელის მოლეკულების [[ბრომირება]].
ხაზი 80:
3Br<sub>2</sub> + 3[[ნატრიუმის კარბონატი|Na<sub>2</sub>CO<sub>3</sub>]] → 5[[ნატრიუმის ბრომიდი|NaBr]] + [[ნატრიუმის ბრომატი|NaBrO<sub>3</sub>]]+ 3[[ნახშირორჟანგი|CO<sub>2</sub>]]↑.
 
=== ბრომშემცველი მჟავეები ===
უჟანგბადო ბრომწყალბადმჟავის HBr გარდა, ბრომი ქმნის მთელ რიგ ჟანგბადიან მჟავეებს: ბრომმჟავას [[ბრომმჟავა|HBrO<sub>4</sub>]], ქვებრომმჟავას [[ქვებრომმჟავა|HBrO<sub>3</sub>]], ბრომოვანიმჟავას [[ბრომოვანიმჟავა|HBrO<sub>2</sub>]], ქვებრომოვან მჟავას [[ქვებრომოვანი მჟავა|HBrO]].
 
== გამოყენება ==
 
=== ქიმიაში ===
* ნაერთები ბრომის საფუძველზე ძირითადად გამოიყენება ორგანულ სინთეზში.
 
=== ტექნიკაში ===
* [[ვერცხლის ბრომიდი (I)|ვერცხლის ბრომიდი]] AgBr გამოიყენება [[ფოტოგრაფია]]ში, როგორც შუქმგრძნობიარე ნივთიერება.
* გამოიყენება ანტიპირენების შესაქმნელად - დანამატი, რომელიც ანიჭებს ცეცხლგამძლეობას პლასტმასებს, ხის და საფეიქრო მასალებს.
* [[ბრომის ფტორიდი (V)|ბრომის პენტაფტორიდი]] ზოგჯერ გამოიყენება, როგორც ძლიერი დამჟანგველი სარაკეტო საწვავისათვის.
* 1,2-დიბრომმეთანი ამჟამად გამოიყენება, როგორც ანტიდეტონირებადი დანამატი საავტომობილო საწვავში, [[ტყვიის ტეტრაეთილენი]]ს ნაცვლად.
* ბრომიდების ხსნარები გამოიყენება ნავტობის მოსაპოვებლად.
 
=== მედიცინაში ===
* ბრომი გამოიყენება მედიცინაში. მისგან ამზადებენ მედიკამენტებს შინაგანი და გარეგანი მოხმარებისათვის. მედიცინაში [[ნატრიუმის ბრომიდი]] და [[კალიუმის ბრომიდი]] გამოიყენება, როგორც [[დამამშვიდებელი საშუალება]].
 
===იარაღის წარმოებაში===
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროიდან ბრომი გამოიყენება, საბრძოლო მომწამლავი ნივთიერებების წარმოებისათვის.
 
== ბიოლოგიური როლი ==
პრეპარატები, რომლებიც შექმნილია ბრომის საფუძველზე აქვეითებენ სექსუალურ ლიბიდოს და ამცირებენ პოტენციას, როგორც სხვა დამამშვიდებლები.
* ბრომიდები — დამამშვიდებელი და დამაძინებელი საშუალებებია.
* ბრომი შიდა სეკრეციის ჯირკვლებში გროვდება, და მისი ნაკლებობა ადამიანის ორგანიზმში იწვევს აღგზნების და დამუხრუჭების ნორმალური თანაფარდობის დარღღვევას.
 
==ფიზიოლოგიური ზემოქმედება==
[[სურათი:Skull and crossbones.svg|left|80px]]
თუკი ჰაერში ბრომის შემცველობა აღწევს 0.001% კონცენტრაციას დაახლოებით (მოცულობით), იწვევს [[ლორწოვანი გარსი]]ს გაღიზიანებას, თავბრუსხვევას, ხოლო უფრო მაღლი კონცენტრაციები კი - სასუნთქი გზების სპაზმს, მოგუდვას. ბრომის ორთქლის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციაა 0.5მგ/მ3. ორგანიზმში მოხვედრისას ტოქსიკურ დოზას შეადგენს 3გ, ხოლო ლეტალური - 35გ. ბრომის ორთქლით მოწამვლისას, დაზარალებული დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ სუფთა ჰაერზე, სუნთქვის აღდგენამდე, მცირე დროის განმავლობაში იყენებენ ტამპონებს, რომელიც გაჟღენთილია [[ნიშადურის სპირტი]]თ და რომელიც ხანმოკლე დროის განმავლობაში პერიოდულად მიაქვთ დაზარალებულის ცხვირთან. შემდგომი მკურნალობა კი უნდა გაგრძელდეს [[ექიმი]]ს მეთვალყურეობით. თხევადი ბრომის კანთან შეხება იწვევს მძიმე, მტკივნეულ და ხანგრძლივ მოუშუშებელ დამწვრობას.
 
ბრომის იონებია ტვინში, ჰიპოფიზში მაღალმოლეკულური ორგანული ნაერთის სახით. არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ჰიპოფიზი ბრომ–ჰორმონს გამოყოფს, რომელსაც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეკავების უნარის აღდგენისა და გაძლიერების თვისება აქვს.
 
==მუშაობის თავისებურებები==
 
ბრომთან მუშაობისას უნდა გამოვიყენოთ სპეცტანსაცმელი (დამცავი ტანსაცმელი), [[აირწინაღი]] და სპეციალური ხელთათმანები. მისი მაღალი ქიმიური აქტიურობისა და ტოქსიკურობის გამო, როგორც აირადი ისე თხევადი ბრომი უნდა ინახებოდეს მინის, სქელკედლიან მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში. ბრომიან ჭურჭელს ინახავენ ქვიშით შევსებულ კონტეინერში, რომელიც ხელს უშლის შენჯღრევისას ბოთლის გატეხვას. ბრომის მაღალი სიმკვრივის გამო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბრომიან ჭურჭელს მოვკიდოთ მხოლოდ ბოთლის ყელში (ბოთლის ყელი შეიძლება მოძვრეს და ბრომი დაიღვაროს იატაკზე).
 
დაღვრილი ბრომის ნეიტრალიზაციისათვის, ზედაპირზე უნდა მოვასხათ [[ნატრიუმის სულფიტი]]ს ხსნარი Na<sub>2</sub>SO<sub>3</sub>, ან ნატრიუმის კარბონატი Na<sub>2</sub>CO<sub>3</sub>
 
ზემოთ მითითებული რეაქციისათვის მიზანშეწონილია დავაყაროთ ნატრიუმის კარბონატი.
 
3Br<sub>2</sub> + 3Na<sub>2</sub>CO<sub>3</sub> → 5NaBr + NaBrO<sub>3</sub>+ 3CO<sub>2</sub>↑,
 
ან სველი საჭმლის სოდა:
 
6NaHCO<sub>3</sub>+3Br<sub>2</sub>=NaBrO<sub>3</sub>+5NaBr+6CO<sub>2</sub>+3H<sub>2</sub>O
 
==მითები და ლეგენდები==
 
არსებობს ფართოდ გავრცელებული ლეგენდა იმაზე, რომ ჯარში თითქოს საჭმელში უმატებენ ბრომს სექსუალური სურვილების შესამცირებლად. ამ მითს არ გააჩნია არავითარი საფუძველი - სურვილების დაქვეითება წარმატებით ხორციელდება ფიზიკური დატვირთვით, ხოლო სინამდვილეში საჭმელში დანამატის სახით ხშირად უმატებენ ასკორბინის მჟავას ავიტამინოზის პრევენციისათვის. გარდა ამისა, ბრომის პრეპარატები მლაშე გემოს მატარებლები არიან და არ ახდენენ გავლენას პოტანციაზე. მათ გააჩნიათ დამამშვიდებელი და დასაძინებელი ეფექტი.
 
== შენიშვნები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრომი“-დან