ნეოპლატონიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
 
== ისტორია ==
ნეოპლატონიზმს საფუძველი [[ალექსანდრია|ალექსანდრიაში]], ეგვიპტეში ჩვ. წ–ით [[III საუკუნე|მესამე საუკუნეში]] ჩაეყარა. მისი შექმნელი [[ამონიუსი|ამონიუსია]], ალექსანდრიელი ფილოსოფოსი, მისი მეტსახელი საკასი იყო, რაც მის ყოფილ საქმიანობას უკავშირდება, "ტომრების გადამტანი" იგივე მებარგული. სწავლების მოწინავე მიმდევარი [[პლოტინუსი]] ([[205]]–[[207]]) ეგვიპტეში დაიბადა, სწავლობდა ამონიუსთან ერთად ალექსანდრიაში და ჩაიტანა ნეოპლატონური დოქტრინა [[რომი|რომში]]. რომში დასახლების შემდეგ მისი მთავარი ნაშრომები "ენეადები" იყო, რომელიც ნეოპლატონური მეტაფიზიკის გასაღებია.
 
სხვა მნიშვნელოვანი მოაზროვნეები იყვნენ სირიელ–ბერძენი სწავლული და ფილოსოფოსი [[პორფირი]] ([[232]]–[[204]]), სირიელ–ბერძენი ფილოსოფოსი [[იამბლიკუსი]] (უცნობია–[[333]]) და ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი [[პროკლუსი]].
 
გამომდინარე იქიდან, რომ ნეოპლატონიზმი [[ასკეტიზმი|ასკეტიზმისა]] და ამქვეყნიური ცხოვრებიდან განდგომის ელემენტებს შეიცავდა, მან დიდი პოპულარობა მოიხვეჭა [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] ეკლესიის თავდაპირველ მამებს შორის. წმინდა[[ავგუსტინე ნეტარი|ავგუსტინე ნეტარი]], თავის აღსარებებში"აღსარებანში", ცნობს იმ დიდ წვლილს, რომელიც ნეოპლატონიზმმა ქრისტიანობის განვითარებაში შეიტანა და აღიარებს მის დიდ გავლენას საკუთარ რელიგიურ აზროვნებაზე. თუმცა, დოქტრინას რომის კათოლიკურ ეკლესიასთან ტურბულენტური ურთიერთობა ჰქონდა. 529 წელს იუსტინიანე I–მა იგი აკრძალა. დოგმატისტებმა დაგმეს მისი არაორთოდოქსალური სკეპტიციზმის გამო. მიუხედავად ყველაფრისა, მე–15 საუკუნისთვის ნეოპლატონიზმი მიღებული დოქტრინა იყო.
 
ნეოპლატონიზმს სული რომაელმა კათოლიკე თეორეტიკოსმა ფილოსოფოსმა ნიკოლას კუზელმა და სხვა მისტიკოსებმა ჩაბერეს, რომლებსაც სურდათ გადაელახათ ცოდნის საზღვრები, რასაც იმ ხანად ადამიანის მიერ ღმერთის პირდაპირი ინტუიციური გააზრების თეორია ქმნიდა. ნეოპლატონიზმი ასეთ თეორიას არსობრივად უპირისპირდება, მიიჩნევს რა სულს შეუძლია ექსტაზის მდგომარეობაში გადალახოს ყველა საზღვარი. ნეოპლატონიზმის შემდგომი მკვდრედით აღდგომა იტალიური რენესანსის ჰუმანისტებს უკვაშირდება. ისინი გაბატონებულ რაციონალისტურ არისტოტელიანურ ფილოსოფიას პლატონის იდეალისტური მეტაფიზიკით, შემდეგ კი ნეოპლატონიზმით დაუპირისპირდნენ. შემდგომი განვითარება იტალიერი სწავლულის მარსილიო ვიჩიანოს (1433–1499) დამსახურებაა, კოსიმო დი მედიჩის პატრონაჟის ქვეშ, მან პლატონის, პორფირის და იამბლიკუსის ნაშრომები თარგმნა და ანოტაცია გაუკეთა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნეოპლატონიზმი“-დან