ნეოპლატონიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
==დოქტრინა==
ნეოპლატიზმის დოქტრინა ძირითადად ბერძნულია; საუკუნეების განმავლობაში მასში სხვა მეტაფიზიკური სისტემებიც გაერთიანდა და საბოლოოდ ჰეტეროგენული დოქტრინა გახდა. ნეოპლატონიზმი [[იდეალისტური მონიზმი|იდეალისტური მონიზმის]] სახეობაა. იგი აცხადებს რომ სამყარო იმართება მარადიულობით, სრულყოფილებით. ამ სრულყოფილებიდან გამოირჩევა გონება (წმინდა ინტელექტი), საიდანაც წარმოშობილია მსოფლიო სული და საკუთრივ საიდანაც წარმოშობილნი არიან მცირე სულები. მსოფლიო სული წარმოდგენილია, როგორც გონება, ხოლო გონება სრულყოფილების გამოსახულებაა; ორივე, გონება და მსოფლიო სული სრულყოფილებასთან ერთად თანაარსებობენ. მსოფლიო სული არის ის შუამავალი, რომელიც გონებასა და მატერიალურ სამყაროს შორის არსებობს და იცავს გონების ინტეგრიალურობას და წარმოდგენილ სრულყოფილებას, რათა არ გახდეს მგრძნობიარე და გარყვნილი. მცირე სულებიც იმავე საქმეს ემსახურებიან.
 
ამ ჭეშმარიტი ბუნებისა და უტყუარობის არ ცოდნის გამო, ადამიანურ სულს ეუფლება ცალკეულობისა და დამოუკიდებლობის მცდარი შეგრძნება, რომელიც შემდეგ მტკიცე თავდაჯერების და ავხორცული და ამაო ჩვევების მიზეზი ხდება. თუმცა, ნეოპლატონური დოქტრინა მიიჩნევს რომ ხსნა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ხსნა ჭეშმარიტ თავისუფალი ნებაშია, რომელმაც სულს მისცა შესაძლებლობა აერჩია მცდარი კურსი. გადარჩენისათვის სულმა საპირისპირო გეზი უნდა აიღოს, რათა საპირისპიროდ გაიაროს თითოუელი მის მიერ გადადგმული დეგენერაციის ნაბიჯი და საბოლოოდ დაუბრუნდეს თავისი არსებობის პირველწყაროს. დაბრუნება მისტიკური გამოცდილებით მიიღწევა, რომელსაც სული ექსტაზით იღებს.
 
დოქტრინალურად, ნეოპლატონიზმი აღიწერება როგორც სულის და ხორცის დაპირირისპირება, რომელიც პლატონიზმის [[დუალიზმი|დუალიზმის]] იდეისა და მატერიის სრულყოფად შეიძლება ჩაითვალოს.
 
 
== ისტორია ==
ნეოპლატონიზმს საფუძველი [[ალექსანდრია|ალექსანდრიაში]], ეგვიპტეში ჩვ. წ–ით [[III საუკუნე|მესამე საუკუნეში]] ჩაეყარა. მისი შექმნელი [[ამონიუსი|ამონიუსია]], ალექსანდრიელი ფილოსოფოსი, მისი მეტსახელი საკასი იყო, რაც მის ყოფილ საქმიანობას უკავშირდება, "ტომრების გადამტანი" იგივე მებარგული. სწავლების მოწინავე მიმდევარი [[პლოტინუსი]] (205–207[[205]]–[[207]]) ეგვიპტეში დაიბადა, სწავლობდა ამონიუსთან ერთად ალექსანდრიაში და ჩაიტანა ნეოპლატონური დოქტრინა [[რომი|რომში]]. რომში დასახლების შემდეგ მისი მთავარი ნაშრომები ენეადები იყო, რომელიც ნეოპლატონური მეტაფიზიკის გასაღებია.
 
სხვა მნიშვნელოვანი მოაზროვნეები იყვნენ სირიელ–ბერძენი სწავლული და ფილოსოფოსი პორფირი (232–204[[232]]–[[204]]), სირიელ–ბერძენი ფილოსოფოსი იამბლიკუსი (უცნობია–333უცნობია–[[333]]) და ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი პროკლუსი.
 
გამომდინარე იქიდან, რომ ნეოპლატონიზმი ასკეტიზმისა და ამქვეყნიური ცხოვრებიდან განდგომის ელემენტებს შეიცავდა, მან დიდი პოპულარობა მოიხვეჭა ქრისტიანული ეკლესიის თავდაპირველ მამებს შორის. წმინდა ავგუსტინე, თავის აღსარებებში, ცნობს იმ დიდ წვლილს, რომელიც ნეოპლატონიზმმა ქრისტიანობის განვითარებაში შეიტანა და აღიარებს მის დიდ გავლენას საკუთარ რელიგიურ აზროვნებაზე. თუმცა, დოქტრინას რომის კათოლიკურ ეკლესიასთან ტურბულენტური ურთიერთობა ჰქონდა. 529 წელს იუსტინიანე I–მა იგი აკრძალა. დოგმატისტებმა დაგმეს მისი არაორთოდოქსალური სკეპტიციზმის გამო. მიუხედავად ყველაფრისა, მე–15 საუკუნისთვის ნეოპლატონიზმი მიღებული დოქტრინა იყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნეოპლატონიზმი“-დან