ნეოპლატონიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
ამ ჭეშმარიტი ბუნებისა და უტყუარობის არ ცოდნის გამო, ადამიანურ სულს ეუფლება ცალკეულობისა და დამოუკიდებლობის მცდარი შეგრძნება, რომელიც შემდეგ მტკიცე თავდაჯერების და ავხორცული და ამაო ჩვევების მიზეზი ხდება. თუმცა, ნეოპლატონური დოქტრინა მიიჩნევს რომ ხსნა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ხსნა ჭეშმარიტ თავისუფალი ნებაშია, რომელმაც სულს მისცა შესაძლებლობა აერჩია მცდარი კურსი. გადარჩენისათვის სულმა საპირისპირო გეზი უნდა აიღოს, რათა საპირისპიროდ გაიაროს თითოუელი მის მიერ გადადგმული დეგენერაციის ნაბიჯი და საბოლოოდ დაუბრუნდეს თავისი არსებობის პირველწყაროს. დაბრუნება მისტიკური გამოცდილებით მიიღწევა, რომელსაც სული ექსტაზით იღებს.
 
დოქტრინალურად, ნეოპლატონიზმი აღიწერება როგორც სულის და ხორცის დაპირირისპირება, რომელიც პლატონიზმის დუალიზმის იდეისა და მატერიის სრულყოფად შეიძლება ჩაითვალოს.
 
 
== ისტორია ==
ნეოპლატონიზმს საფუძველი ალექსანდრიაში, ეგვიპტეში ჩვ. წ–ით მესამე საუკუნეში ჩაეყარა. მისი შექმნელი ამონიუსია, ალექსანდრიელი ფილოსოფოსი, მისი მეტსახელი საკასი იყო, რაც მის ყოფილ საქმიანობას უკავშირდება, "ტომრების გადამტანი" იგივე მებარგული. სწავლების მოწინავე მიმდევარი პლოტინუსი (205–207) ეგვიპტეში დაიბადა, სწავლობდა ამონიუსთან ერთად ალექსანდრიაში და ჩაიტანა ნეოპლატონური დოქტრინა რომში. რომში დასახლების შემდეგ მისი მთავარი ნაშრომები ენეადები იყო, რომელიც ნეოპლატონური მეტაფიზიკის გასაღებია.
 
სხვა მნიშვნელოვანი მოაზროვნეები იყვნენ სირიელ–ბერძენი სწავლული და ფილოსოფოსი პორფირი (232–204), სირიელ–ბერძენი ფილოსოფოსი იამბლიკუსი (უცნობია–333) და ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი პროკლუსი.
 
გამომდინარე იქიდან, რომ ნეოპლატონიზმი ასკეტიზმისა და ამქვეყნიური ცხოვრებიდან განდგომის ელემენტებს შეიცავდა, მან დიდი პოპულარობა მოიხვეჭა ქრისტიანული ეკლესიის თავდაპირველ მამებს შორის. წმინდა ავგუსტინე, თავის აღსარებებში, ცნობს იმ დიდ წვლილს, რომელიც ნეოპლატონიზმმა ქრისტიანობის განვითარებაში შეიტანა და აღიარებს მის დიდ გავლენას საკუთარ რელიგიურ აზროვნებაზე. თუმცა, დოქტრინას რომის კათოლიკურ ეკლესიასთან ტურბულენტური ურთიერთობა ჰქონდა. 529 წელს იუსტინიანე I–მა იგი აკრძალა. დოგმატისტებმა დაგმეს მისი არაორთოდოქსალური სკეპტიციზმის გამო. მიუხედავად ყველაფრისა, მე–15 საუკუნისთვის ნეოპლატონიზმი მიღებული დოქტრინა იყო.
 
ნეოპლატონიზმს სული რომაელმა კათოლიკე თეორეტიკოსმა ფილოსოფოსმა ნიკოლას კუზელმა და სხვა მისტიკოსებმა ჩაბერეს, რომლებსაც სურდათ გადაელახათ ცოდნის საზღვრები, რასაც იმ ხანად ადამიანის მიერ ღმერთის პირდაპირი ინტუიციური გააზრების თეორია ქმნიდა. ნეოპლატონიზმი ასეთ თეორიას არსობრივად უპირისპირდება, მიიჩნევს რა სულს შეუძლია ექსტაზის მდგომარეობაში გადალახოს ყველა საზღვარი. ნეოპლატონიზმის შემდგომი მკვდრედით აღდგომა იტალიური რენესანსის ჰუმანისტებს უკვაშირდება. ისინი გაბატონებულ რაციონალისტურ არისტოტელიანურ ფილოსოფიას პლატონის იდეალისტური მეტაფიზიკით, შემდეგ კი ნეოპლატონიზმით დაუპირისპირდნენ. შემდგომი განვითარება იტალიერი სწავლულის მარსილიო ვიჩიანოს (1433–1499) დამსახურებაა, კოსიმო დი მედიჩის პატრონაჟის ქვეშ, მან პლატონის, პორფირის და იამბლიკუსის ნაშრომები თარგმნა და ანოტაცია გაუკეთა.
 
მე–17 საუკუნეში, ინგლისში კემბრიჯელმა პლატონისტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ნეოპლატონიზმისადმი. ასევე დიდი იყო ინტერესის ტალღა მე–19 და მე–20 საუკუნეშიც მწერლების და ინტელექტუალების მხრიდან, ინგლისელმ პოეტებმა უილიამ უორსვორდმა, ჯონ კიტსმა და პერჩ ბიშე შელიმ.
 
 
[[კატეგორია:მისტიკა]]