მეცხოველეობა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ r2.7.1) (ბოტის დამატება: ar:تربية الحيوان |
No edit summary |
||
ხაზი 1:
[[ფაილი:Cattle and sheep.jpg|thumb|300px|ნახირი და ფარა]]
'''მეცხოველეობა''', [[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობის]] დარგი, რომლის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშენება და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება. მეცხოველეობა უზრუნველყოფს მოსახლეობას პროდუქტებით (რძე, ხორცი, კვერცხი და სხვა პროდუქტი), მსუბუქ მრეწველობას — ნედლეულით (მატყლი, ტყავი, ჯაგარი, ბეწვეული და სხვა), იძლევა გამწევ ძალას (ცხენი, ხარი, ვირი და სხვა), ორგანულ სასუქს – [[ნეხვს]]. მეცხოველეობის პროდუქტებისა და მათი ნარჩენებისაგან ამზადებენ ცხოველურ საკვებს (მოხდილი რძე, ძვლისა და ძვალ-ხორცეულის ფქვილი და სხვა) , სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატს (ჰარმონიული პრეპარატები, სამკურნალო შტარი და სხვა). მეცხოველეობის ძირითადი დარგებია [[მეძროხეობა]], [[მეცხვარეობა]], [[მეღორეობა]], [[მეფრინველეობა]], [[მეთხეობა]], [[მეცხენეობა]], [[მეკამეჩეობა]], [[მებოცვრეობა]], [[მეფუტკრეობა]], [[მეთევზეობა]], [[მეაბრეშუმეობა]], [[მენადირეობა]].
მეცხოველეობის წარმოშობა იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ადამიანმა გარეული ცხოველები მოიშინაურა და სამეურნეო მიზნით გამოიყენა. მეცხოველეობის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული [[მემცენარეობა|მემცენარეობის]] განვითარებასთან.
|