გიორგი XI: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: nl:Giorgi XI van Kartli
+ლიტერატურა
ხაზი 33:
[[1688]] გიორგი XI ჯანყდება ირანელების წინააღმდეგ. აჯანყება მარცხით დამთავრდა, რადგან გიორგი XI-ს უღალატეს ადგილობრივმა ფეოდალებმა და ვერც ოსმალეთიდან მიიღო შეპირებული დახმარება. შაჰმა გიორგი XI ტახტიდან გადააყენა და მის ადგილზე [[ერეკლე I]] დასვა ([[1688]]). გიორგი XI-მ იმერეთს შეაფარა თავი და ცდილობდა ტახტის დაბრუნებას. ამასობაში ირანში გაუარესდა შინაპოლიტიკური მდგომარეობა. ირანის იმპერიის შორეულ რაიონებში გაიზარდა მისწრაფება პოლიტიკური განკერძოებისაკენ. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება შეიქმნა ავღანეთში. შაჰ-ჰუსეინმა გადაწყვიტა შერიგებოდა გიორგი XI-ს, რათა მისი სამხედრო ცოდნა და ქართველთა ჯარი ავღანელთა წინააღმდეგ გამოეყენებინა. თავის მხრივ, გიორგი XI-ს სურდა ტახტი დაებრუნებინა და გაეგრძელებინა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. ამიტომ იგი დათანხმდა წინადადებას და [[1696]] ისპაანში გაემგზავრა. შაჰმა გიორგი XI კვლავ დაამტკიცა ქართლის მეფედ და დაავალა ავღანელთა დამორჩილება. გიორგი XI-მ აჯანყებულები მალე დაიმორჩილა, მაგრამ ავღანელებმა იგი ღალატით მოკლეს.
 
==ლიტერატურა==
*''კაჭარავა ი.'', ქსე, ტ. 3, გვ. 161-162, თბ., 1978
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.istoria.ge/personografia/G/giorgi%20XI.htm გიორგი XI-ის ბიოგრაფია]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_XI“-დან