'''ალონსო დე ერსილია ი სუნიგა''', ალონსო დე (* [[7 აგვისტო]], [[1533]], [[მადრიდი]] ― † [[29 ნოემბერი]], [[1594]], მადრიდი), [[ესპანელები | ესპანელი]] პოეტი. დიდგვაროვანი ოჯახის შვილი. მიღებული იყო ფილიპ II კარზე. [[1555]] (ან [[1557]]) გაემგზავრა სამხრეთ ამერიკაში, [[ჩილე|ჩილეში]], მონაწილეობდა აჯანყებულ ინდიელთა ტომის არაუკანას წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ბრძოლა საინტერესოდ აღწერა ეპიკურ პოემაში "არაუკანა" (ნაწ. 1-3, [[1569]]-[[1589]]), რომელიც 37 სიმღერისაგან შედგება. პოემა საინტერესოა ისტორიულ-დოკუმენტური თვალსაზრისითაც. ავტორი ესპანელთა გამარჯვების მეხოტბეა, მაგრამ მაინც თანაგრძნობით ასახავს ინდიელთა ბრძოლას სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის.