ფერისცვალება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Preobrazhenie.jpg|thumb|right|px|ფერისცვალების [[ხატი]] (მე-15 საუკუნე, [[ნოვგოროდი]])]]
 
[[იესო ქრისტე|მაცხოვრის]] ფერისცვალების დღესასწაული (აღინიშნება 6(19) აგვისტოს) [[თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული|12 უდიდესი დღესასწაულის]] რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები [[მათე მოციქული|მათე]] (XVII, 1-13), [[მარკოზ მოციქულიმახარებელი|მარკოზი]] (VI, 2-13) და [[ლუკა მოციქული|ლუკა]] (IX, 28-36).
 
[[იესო ქრისტე|უფალმა]] თავის [[ქრისტეს თორმეტი მოციქული|მოწაფეთაგან]] გამოირჩია [[პეტრე მოციქული|პეტრე]], [[იაკობ მოციქული|იაკობი]] და [[იოანე ღვთისმეტყველი|იოანე]] და მათთან ერთად [[თაბორი (მთა)|თაბორის მთაზე]] ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „''და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი''“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი [[მოსე]] და [[ელია წინასწარმეტყველი]] იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა [[პეტრე მოციქული|პეტრემ]] უნებლიეთ წამოიძახა: „''მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა''“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა [[მამა ღმერთი|ღვთისა]]: „''ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ''“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „''აღდეგით და ნუ გეშინინ''“ (მათე XVII, 7). როცა მათ მიმოიხედეს, [[მოსე]] და [[ელია თეზბიტელი|ელია]] აღარსად იყვნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფერისცვალება“-დან