მთაწმინდის მთვარე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
{{ციტატა|ამ ლექსში უსათუოდ სჩანს პოეტი, რომელიც თავის შემოქმედებას უკავშირებს მეცხრამეტე საუკუნის კორიფეების შემოქმედებას, აცხადებს რა თავის თავს [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]]სა და [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] პოეზიის მემკვიდრედ. აქ მთვარის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი... აქ, ახალგაზრდა პოეტის ახლოს, სძინავს მოხუცი პოეტის ლანდს, აკაკი წერეთლის ლანდს. ბარათაშვილსაც ხომ აქ უყვარდა ობლად სიარული, [[ილია ჭავჭავაძე]]საც, [[დიმიტრი ყიფიანი|დიმიტრი ყიფიანსაც]] და აქ ამბობს პოეტი: "და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად (ლირიკის კონცეპცია), ოღონდ ვთქვა თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა (კავშირი ბუნებასა და ადამიანის სულს შორის), თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები (ძალა აღმაფრენის, პოეზიის, რომანტიზმის), და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები (რომანტიზმი ლურჯის, ცისფერი ოცნების)." იალქნები ზღვაზე, სულიც აღზრდილია ამ ზღვაზე, ცხოვრების ზღვაზე, "სიცოცხლის ზღვაზე", რომელზედაც ლურჯი იალქნების გზა მიდის, თვით სიკვდილის გზაც არაფერია მასთან შედარებით, ამ სიცოცხლესთან შედარებით და თვით სიკვდილის გზაც კი ვარდისფერია და არა საშინელი, საშიშარი (რენიეს თქმით, "მოულოდნელი განცვიფრება ვარდისფერისა და შავი ფერის შეხვედრისაგან"), რომ ამ გზაზე (სწორედ ვარდისფერ გზაზე) მგოსანთ სითამამე, გაბედული ხმა არის სინამდვილეზე მეტი სინამდვილე - [[ჰიპერბოლა|ჰიპერბოლური]], ზღაპრული, "რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები".}}
 
ცოტა ქვემოთ კი პოეტი ამბობს: {{ციტატა|„მთაწმინდის მთვარე“ ჩემი პროგრამული ლექსია, რომელიც კონკრეტულად ასახავს ჩემს დამოკიდებულებას კულტურული მემკვიდრეობისადმი (ბარათაშვილი, აკაკი, მე).}}<ref>{{cite web
| url = http://dlf.ge/ge/projects/tbilisi136/magazine/GALAKTIONI.pdf
| title = კრებული გალაკტიონის შესახებ (ქვეთავი:საკუთარი ლექსების შესახებ)
| accessdate = 2011-01-17
| format = PDF
| publisher = dlf.ge }}</ref>}}
 
ალბათ, მიზანშეწონილია, თუ ლექსის იმ ნაწილსაც მოვიყვანთ, რომელზედაც ზემოთ არის საუბარი. მთვარიან ღამეში მთაწმინდაზე განმარტოებული გალაკტიონი სიყვარულით იხსენებს "მწუხარე სასაფლაოს" სიმყუდროვეში განსვენებულ მის დიდ წინამორბედებს - აკაკისა და ბარათაშვილს: