გნეუს მარციუს კორიოლანუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი შეცვლა: de:Gnaeus Marcius Coriolanus
ხაზი 24:
ამ დროს [[რომის რესპუბლიკა|რესპუბლიკაში]] მიდიოდა [[პატრიციები|პატრიციებსა]] და [[პლებეები|პლებეებს]] შორის დაძაბული პოლიტიკური დაპირისპირება. პლებეები ახალ უფლებებს და შეღავათებს ითხოვდნენ. მარციუსი პატრიციების მომხრე იყო. ზემოთხსენებული ბრძოლების შემდეგ მან წამოაყენა თავისი კანდიდატურა კონსულების არჩევნებზე, მიუხედავად იმისა რომ იგი პლებეებს შორისაც ძალიან პოპულარული იყო, მათ შეეშინდათ პატრიციების მხარდაჭერის და არ მისცეს ხმები მარციუსს. ეს უკანასკნელი არჩევნებში წაგებით ძალიან შეურაცხყოფილი იყო.
 
ამ პერიოდში რომაელებმა შეისყიდეს დიდი რაოდენობით პური, ამის გარდა [[სირაკუზები|სირაკუზების]] ტირანმა ჰელონმაც აჩუქა რომაელ ხალხს პური. ხალხს იმედი ჰქონდა რომ ნაჩუქარი პური უფასოდ დარიგდებოდა. ამ საკითხის გადასაწყვეტად მოეწყო [[რომის სენატი|სენატის]] სხდომა. მარციუსი პურის უფასოდ დარიგების სასტიკად წინააღმდეგი გამოვიდა და უმეტესობა მას მიემხრო. სახალხო [[ტრიბუნი|ტრიბუნები]] გამოვიდნენ დარბაზიდან და მოიწვიეს [[კომიცია|სახალხო კრება]]. კრებამ მოითხოვა რათა მარციუსი თავად გამოსულიყო ხალხთან და აეხსნა საკუთარი პოზიცია. მარციუსმა უარი განაცხადა, რამაც ხალხში უწესრიგობა გამოიწვია.
 
საბოლოო ჯამში მარციუსს მაინც მოუწია სახალხო კრებაზე მისვლა, მაგრამ თავის მართლების ნაცვლად, მან დაადანაშაულა პლებსი თავხედობაში. ხალხი ამან კიდევ უფრო განარისხა. დაინიშნა სასამართლო. პატრიციები იკრიბებოდნენ და ცდილობდნენ გამოენახათ მარციუსის დასაცავი ხერხი. მიუხედავად ამისა სასამართლოში უმრავლესობამ მარციუსი დამნაშავედ სცნო და მიუსაჯერ სამუდამო განდევნა.