შოვინიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

08:11, 19 ნოემბერი 2006-ის ვერსია

შოვინიზმი (ფრანგ.. chauvinisme) ნიშნავს სხვა ერების სიძულვილს, გადამეტებულ ნაციონალიზმს. უფრო ზოგადად, შოვინიზმი შეიძლება აღნიშნავდეს რაიმე ჯგუფისადმი კუთვნილების ძლიერ გრძნობას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს გულისხმობს სხვა ჯგუფების სიძულვილს (ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური ნიშნით განსხვავებული ჯგუფების სიძულვილს).

სიტყვის წარმოშობა უკავშირდება ნიკოლა შოვენს. გადმოცმით იგი იყო თავისი შეუპოვარი ფრანგული პატრიოტიზმით გამორჩეული ნაპოლეონის არმიის ჯარისკაცი. შოვენის არსებობა დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. იგი გახდა ფრანგული კომედიის La Cocarde Tricolore (1831) გმირი, რომლის შემდეგ გაჩნდა ტერმინი შოვინიზმი.