ბაიასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
+კატ.
ხაზი 1:
'''ბაიასებრნი''' (Ranunculaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. უმთავრესად მრავალწლოვანი ბალახებია, ზოგჯერ ბუჩქები და ლიანები. ფოთოლი თათისებრ ან ფრთისებრ დაყოფილია, იშვიათად მთლიანი. ყვავილები ორსქესიანია, მარტივი ან ორმაგი ყვავილსაფრით; აქვს მრავალი ბუტკო და მტვრიანა. ნაყოფი რთული - კაკლუჭა. შეიცავს 30 გვარსა და 1300-მდე სახეობას, რომლებიც უმთავრესად ზომიერი და ცივი ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. საქართველოში 11 გვარი და 90-მდე სახეობა გვხვდება, რომელთაგან 22 ენდემურია. შედარებით ფართო გავრცელებითა და სახეობათა სიჭარბით საქართველოს ფლორაში გამოირჩევა [[ბაია (გვარი)|ბაია]],[[ მაჟარა]], [[ფრინტა]], [[კატაბარდა]], [[მედგარა]], [[ცხვირისატეხელა]] და სხვა. ბაიასებრთა ოჯახის წარმომადგენელთა უმრავლესობა ხმელეთზე იზრდება. გამონაკლისია წყლის ბაიას (Batrachium) სახეობები. მრავალი სახეობა შხამიანია (შეიცავს ალკალოიდებსა და გლუკოზიდებს), ზოგი სამკურნალო (ცხვირისატეხელა) ან დეკორატიულია (კატაბარდა, მედგარა, ფრინტა), ბევრი სარეველაა (ბაია, ჩაწყობილა ბაია და სხვა). ამ ოჯახს აკუთვნებდნენ ისეთ გვარებს (ხარისძირა, იორდასალამი და სხვა), რომლებიც დღეს ცალკე ოჯახებადაა გამოყოფილი. თანამედროვე ფილოგენეზურ სისტემაში მცენარეთა ეს ჯგუფი მორფოლოგიური აგებულების გამო ყვავილოვან მცენარეთა ერთ-ერთ წინაპრულ ჯგუფადაა მიჩნეული.
 
[[კატეგორია:ბაიასებრნი|*]]
 
[[da:Ranunkel-familien]]
[[de:Hahnenfußgewächse]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაიასებრნი“-დან