დავით დადიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სურათი
ხაზი 1:
[[ფაილი:DaviTDavid dadiamDadiani.jpg|thumb|200px|დავით დადიანი]]
'''დავით დადიანი''' (დ. [[26 იანვარი]], [[1813]] ― გ. [[30 აგვისტო]], [[1853]]) [[სამეგრელოს სამთავრო|სამეგრელოს]] მთავარი (1846-1853), გენერალ მაიორი. მამამ - [[ლევან V დადიანი|ლევან V დადიანმა]] თავის სიცოცხლეშივე ([[1840]]-იდან) ჩააბარა სამთავროს გამგებლობა. მიღებული ჰქონდა ევროპული აღზრდა-განათლება. ცდილობდა სამთავროში მმართველობის ახალი სისტემის შემოღებას. ამ მიზნით ქვეყანა 8 მაზრად (ოლქად) დაყო და თითოეულ მათგანს სათავეში მდივან-ბეგი ჩაუყენა. მოხელეთა თანამდებობის მემკვიდრეობით გადაცემის ნაცვლად მათი დანიშვნა შემოიღო. მთავრის ტახტთან შექმნა სამდივნო მოხელეთა შტატით. თავად-აზნაურების ყმობისაგან გაათავისუფლა დაბალი სამღვდელოება. ზრუნავდა ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებასზე. მეაბრეშუმეობის განვითარების მიზნით 1848 წელს სამეგრელოში მიიწვია ფრანგი როზმორდიუკი, რომელმაც ზუგდიდში გამართა [[აბრეშუმი]]ს საწარმო მის დროსვე მოეწყო არყის სახდელი ქარხნები ზუგდიდსა და [[სალხინო]]ში. დავით დადიანი მწიგნობრობის დიდი მოყვარული იყო. შეაგროვა ქართულ ხელნაწერ წიგნთა მდიდარი კოლექცია, რომელიც შემდეგ მისმა შვილმა [[დადიანი, ნიკო|ნიკო დადიანმა]] [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოება]]ს გადასცა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა [[იოსელიანი, პლატონ|პ. იოსელიანთან]] და [[ბროსე, მარი|მ. ბროსესთან]].
 
ხაზი 12:
{{სქოლიოს სია|2}}
 
== ასევე იხილეთ აგრეთვე ==
*[[დავით დადიანის ბიბლიოთეკა]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_დადიანი“-დან