ყივჩაყები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ყივჩაყები''', თურქულენოვანი ტომი შუა საუკუნეებში (რუსეთში "პოლოვცებს" ეძახდნენ, ევროპაში - "კუმანებს"). პირველსაცხოვრისი ვოლგის აღმოსავლეთით ჰქონდათ, XI საუკუნეში შავიზღვისპირეთში გადასახლდნენ. მისდევდნენ მომთაბარე მესაქონლეობას, ცხოვრობდნენ კარვებში (იურტები). ჰქონდათ წარმართული რწმენები. გავრცელებული იყო სისხლის აღების წესი. XI საუკუნეში პირველყოფილი თემური წყობილება დაიშალა და ფეოდალური საზოგადოება ჩამოყალიბდა. ფეოდალურ ზედაფენას ბაებს უწოდებდნენ. ცხოვრობდნენ ოჯახებად. ოჯახები ერთიანდებოდნენ გვარებად. გვარები ურდოებად, რომელთაც სულთნები ედგნენ სათავეში. რამდენიმე ურდო ქმნიდა ტომს, რომელსაც ხანი მართავდა. ჰყავდათ ცხენოსანი ჯარი. ლაშქრობებში ქალებიც მონაწილეობდნენ. ყივჩაყებმა გაილაშქრეს რუსეთზე (1068,
1092, 1093, 1096), უნგრეთზე (1070, 1091, 1094), ბიზანტიაზე (1087, 1095). მშვიდობიანობის დროს რუსი მთავრები უნათესავდებოდნენ ყივჩაყ მთავრებს. რუსეთის ბრძოლა ყივჩაყებთან დამთავრდა მათი დიდი ნაწილის განადგურებით (1103-1116). ამის შემდეგ დონის ნაპირებზე დარჩა მხოლოდ სარჩაქხანისსარჩაქ-ხანის პატარა ურდო, რომელსაც მისი ძმა ათრაქა მართავდა. 40 ათასი ოჯახი საქართველოში გადმოასახლა [[დავით IV|დავით IV აღმაშენებელმა]].
 
XII საუკუნის 80-იან წლებში ყივჩაყები მომძლავრდნენ და რუსეთს შეუტიეს, მაგრამ რუსეთის მთავრების ლაშქრისგან, ხოლო 1223 წელს კალკასთან ბრძოლაში მონღოლებისაგან განცდილი მარცხის (რუსებთან ერთად) შემდეგ დაკარგეს ძალა და გავლენა. ყივჩაყების ნაწილი უნგრეთში გადასახლდა, სხვები ოქროს ურდოს შემადგენლობაში გაითქვიფნენ. რუსების ბრძოლას ყივჩაყებთან მოგვითხრობს "ამბავი იგორის ლაშქრობისა".
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყივჩაყები“-დან