სტივ ვაი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
სტივენ "სტივ" სირო ვაი, დ. [[6 ივნისი]], [[1960]] წელი, კარლ პლეისი, [[ნიუ–იორკი]], [[აშშ]], იტალიურ–ამერიკული წარმოშობის, გრემის ნომინანტი გიტარისტი–ვირტუოზი, [[კომპოზიტორი]], [[ვოკალისტი]] და [[პროდიუსერი]]ა, რომელიც თანამედროვე მუსიკის სინამდვილეში გამორჩეულია თავისი იშვიათი ინდივიდუალურობით, მისი [[გიტარა]]ზე დაკვრის ფორმები და კომპოზიტორული ექსპერიმენტები და უნიკალური მუსიკალური ხედვა ზოგჯერ არათუ არ ემორჩილებიან რაიმე სახის განსაზღვრას, არამედ არ ეტევიან ამა თუ იმ უკვე არსებულ და დამკვიდრებულ მუსიკალურ საზღვრებში. ზოგიერთი შეფასებით, სტივ ვაი ერთის ნაცვლად ორი მუსიკოსია: ერთის მხრივ, ის არის გიტარისტი–ვირტუოზი, რომელიც თავის ხელოვნებას აახლოებს ღრმა მოკრძალებასა და [[მისტიციზმი|მისტიციზმთან]], მეორეს მხრივ კი ის [[ჰევი მეტალი]]ს როკერია. გარდა საკუთარი შემოქმედების და ორიგინალური ალბომებისა, მას მონაწილეობა აქვს მიღებული ძალიან ბევრი ცნობილი როკ თუ პოპ ვარსკვლავების, ჯგუფების კონცერტებსა და ალბომების ჩაწერაში. მისი თითქმის 20 წლიანი წარმატებული მუსიკალური კარიერის განმავლობაში გაიყიდა 15 მილიონზე მეტი ჩანაწერი, ის 13 ჯერ წარდგენილი იქნა [[გრემი]]ს ნომინაციაზე და 3 ჯერ მოიპოვა ეს საპატიო სახელი. სტივ ვაი ცნობილია აგრეთვე თავისი საქველმოქმედო და მუსიკალურ საგანმანათლებლო მოღვაწეობით: იყო ნდობით აღჭურვილი საპატიო წევრი ორგნაიზაციისა NARAS ([[ინგლ.]] [[National Academy of the Recording Arts and Sciences]] – ხელოვნებისა და მეცნიერების ჩაწერის ეროვნული აკადემია), მჭიდრო კავშირშია მის მიერ შექმნილ ფონდთან [[Make a Noise Foundation]], რომლის მიერ აკუმულირებულ სახსრები მუსიკალურ განათლებას ხმარდება. გარდა ამისა, არის მსახიობი და საკუთარი [[ლეიბლი]]ს, [[Favored Nations]]–ის მფლობელი. სტივ ვაი რეგულარული, თითქმის ყოველწლიური მონაწილეა ცნობილი პროექტისა, სახელწოდებით [[G3]], რომლის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორია მისი ყოფილი, [[გიტარა]]ზე დაკვრის მასწავლებელი საქვეყნოდ ცნობილი და აღიარებული [[ვირტუოზი]] [[ჯო სატრიანი]].
 
[[2009]] წლის [[19 სექტემბერი|19 სექტემბერს]] [[ლოს ანჯელესისანჯელესი]]ს მუსიკოსთა ინსტიტუტმა სტივ ვაის საზეიმო ვითარებაში მიანიჭა საპატიო დოქტორის[[დოქტორი]]ს წოდება, რაც მისი არსებობის ისტორიაში მხოლოს ორჯერ მოხდა. ამ ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტმა განათლების დარგში [[ბეს მარლისი|ბეს მარლისმა]] ამ საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა:
{{ციტატა|სტივ ვაიმ არამარტო შთააგონა მთელ მსოფლიოში არსებული უთვალავი მუსიკოსები და უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე როკ გიტარის ევოლუციაში[[ევოლუცია]]ში, არამედ ხორცი შეასხა MI-ის (მუსიკოსების ინსტიტუტის) იდეას ხელოვან – განმანათლებლისა, რომელიც ერთმანეთს უთავსებს თავისი შემოქმედებითი ხედვის დაუცხრომელ ძიებას მომავალი თაობაზე ხელშეწყობის პასუხისმგებლობის გრძნობას}}
 
== ბიოგრაფია ==
=== "საწყისი წერტილი" ===
 
სტივ სირო ვაი (სიტყვა "ვაი" იტალიურად "წასვლას " ნიშნავს) დაიბადა [[1960]] წლის [[6 ივნისი|6 ივნისს]] [[ნიუ – იორკისიორკი]]ს შტატის ერთ პატარა ქალაქ [[კარლ პლეისი|კარლ პლეისში]]. მისი ორივე მშობელი – დედა ტერეზა ვაი და მამა, ლიქიორებით მოვაჭრე ჯონ ვაი, იტალიური წარმოშობის ამერიკელები არიან. სტივი თავისი ხუთშვილიანი ოჯახის მეოთხე შვილია.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სტივ_ვაი“-დან