არსენ I (კათოლიკოსი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის ჩამატება ქართველი წმინდანები (HotCat-ის გამოყენებით)
No edit summary
ხაზი 15:
| ატრიბუტები =
}}
'''არსენ I''', ''არსენ დიდი'', ''არსენ საფარელი'' (დ. დაახლოებით [[820]]/[[830]] ― გ. [[877]]/[[887]]), [[ქართველები|ქართველი]] საეკლესიო მოღვაწე და მწერალი. [[საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია|საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის]] წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით [[8 ოქტომბერი]] ([[25 სექტემბერი]]).
 
ცნობები მისი [[ბიოგრაფია|ბიორგაფიიდან]] [[გიორგი მერჩულე|გიორგი მერჩულის]] "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ" შემოინახა. არსენ I, სამცხის დიდი ფეოდალი მირიანის ძე, 6 წლისა იყო, როცა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა თეოდორემ და ქრისტოფორემ ხანძთის მონასტერში წაიყვანეს. იქ კარგი აღზრდა-განათლება მიიღო. მამამისმა საეკლესიო კრების დაუკითხავად ქართლის კათოლიკოსად დაადგინა. ქართლის ეპისკოპოსებმა მიიმხრეს [[გვარამ მამფალი|მამფალი გუარამ დიდი]], [[საეკლესიო კრებები|საეკლესიო კრება]] მოიწვიეს და "მძლავრობით" დადგენილი კათოლიკოსის წინაღღმდეგ გაილაშქრეს, მაგრამ [[გრიგოლ ხანძთელი|გრიგოლ ხანძთელს]] არსენ I-თვის დაუჭერია მხარი და კრებას იგი კათოლიკოსად დაუმტკიცებია.