WikiLeaks: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ვიკილიქსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომ...
(განსხვავება არ არის)

18:13, 30 ნოემბერი 2010-ის ვერსია

ვიკილიქსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აქვეყნებს ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელ დოკუმენტებს. მისმა ვებ-გვერდმა ფუნქციონირება დაიწყო 2006 წელს და ეკუთვნის The Sunshine Press-ს. ამოქმედებიდან ერთ წელიწადში გვერდის მონაცემთა ბაზა შეიცავდა 1.2 მილიონ დოკუმენტს.

თავად ორგანიზაციის განცხადებით, ის დააარსეს ჩინელმა დისიდენტებმა, ასევე ჟურნალისტებმა, მათემატიკოსებმა და პროგრამისტებმა აშშ-დან, ტაივანიდან, ევროპიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთი აფრიკიდან. გაზეთმა The New Yorker-ის 2010 წლის 7 ივნისის ცნობით, ორგანიზაციის დირექტორი არის ავსტრალიელი მათემატიკოსი, პროგრამისტი და ინტერნეტ-აქტივისტი - ჯულიან ესენჯი.

ვიკილიქსს 2008 წელს მიღებული აქვს Economist magazine-ის ჯილდო, რომელიც გადაეცემა ახალ მედია-საშუალებებს; ასევე უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ჯილდო პუბლიკაციისთვის: "კენიაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ", 2009 წელს; 2010 წელს კი გაზეთმა New York Daily-მ ვიკილიქსი დაასახელა იმ ვებ-გვერდებს შორის, რომლებმაც, შესაძლოა, სრულიად შეცვალონ ახალი ამბები.

2010 წლის აპრილში ვიკილიქსმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავდა 2007 წელს მომხდარ ინციდენტს, სადაც აშშ-ს სამხედროები ხოცავენ მშვიდობიან ერაყელებს. ამავე წლის ივლისში გამოაქვეყნა "ავღანეთის ომის დღიური", რომელიც წარმოადგენდა 76,900 დოკუმენტის კომპილაციას ომის შესახებ. ეს დოკუმენტები მანამდე ხელმიუწვდომელი იყო. ოქტომბერში, მსხვილ მედია-ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად, გამოქვეყნდა 400 000 დოკუმენტი, სახელწოდებით "ერაყის ომის ჩანაწერები".

თავდაპირველად ვიკილიქსი დაგეგმილი იყო მომხმარებელთა მიერ რედაქტირებად ვებ-გვერდად, მაგრამ ჩამოყალიბდა ტრადიციული ფორმით. მას არ აქვს მომხმარებელთა კომენტარების ფუნქცია. სახელწოდების მსგავსების მიუხედავად მას არაფერი აქვს საერთო ვიკიპედიასთან. ორივე რესურსის სახელწოდება დაკავშირებულია ჰავაურ ენასთან, რომელზედაც wiki ნიშნავს "სწრაფს", Leaks-ი კი ინგლისურად ნიშნავს "გაჟონვას" - ანუ wikiLeaks-ი ნიშნავს "სწრაფად გამოჟონილ [ინფორმაციას]. ორგანიზაციის სლოგანია "ჩვენ გავხსნით მთავრობებს".

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=WikiLeaks&oldid=1341845“-დან