ფრიზული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ფრიზული ენა''' (თვითწოდება Fryske talen) — ფრიზების ენა, განეკუთვნებ...
(განსხვავება არ არის)

20:00, 25 ნოემბერი 2010-ის ვერსია

ფრიზული ენა (თვითწოდება Fryske talen) — ფრიზების ენა, განეკუთვნება გერმანიკული ენების დასავლეთ ჯგუფს. გავრცელებულია ძირითადად ისტორიულ ფრიზიაში — ფრისლანდიაში, დასავლეთფრიზული კუნძულების ტერსჰელინგისა და სჰირმონიკოგის ჩათვლით (დაახლ. 350 ათასი კაცი), ასევე გერმანიის ჩრდილო-დასავლეთში, ზატერლანდში - ქვემო საქსონია; უკიდურეს ჩრდილოეთში — შლეზვიგ-ჰოლშტეინის მიწა ჩრდილოფრიზული კუნძულების და კუნძულ ჰელჰოლანდის ჩათვლით. დაახლ: 16 ათასი კაცი. (ჰელჰოლანდის დიალექტი).

წინათ ფრიზული ენა საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული - ჰოლანდიის ეიოიდერზეს ყურიდან დანიის სამხრეთ ნაპირებამდე. XVI საუკუნეში ფრისლანდიამ დამოუკიდებლობა დაკარგა და ენაც ჰოლანდიურის მიერ განიდევნა ოფიციალური ორგანოებიდან. ამის შემდეგ ფრიზულმა ენამ მხოლოდ და მხოლოდ საყოფაცხოვრებო მნიშვნელობის დიალექტის სახე მიიღო. ფრიზული ენა ყველაზე ახლოს დგას ძველინგლისურთან, ამის მიუხედავად, თანამედროვე ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანს ფრიზული ენის გაგება გაუჭირდება, გარდა გამონაკლისი ფრაზებისა. ფრიზულს ხშირად შეცდომით ნიდერლანდურთან აიგივებენ.

ლიტერატურა