ჰერეთის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+ ბმულები
ხაზი 3:
IX-X საუკუნეებში ჰერეთის სამეფოს პოლიტიკურ-ეკონომიური ძლიერება და მაღალი კულტურა დასტურდება ისტორიულ [[ჰერეთი|ჰერეთის]] ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების სიმრავლით. შემონახულია შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლები: [[ყუმი|ყუმის]] ბაზილიკა (VIII ს.), [[ლექეთი|ლექეთის]] ტეტრანკონქი (VIII-IX სს.), გურჯაანის ([[კახთუბანი|კახთუბნის]]) "ყველაწმინდა" (VIII-IX სს.), [[ხირსა|ხირსის]] "სტეფანწმინდა" (IX ს.), [[ოზაანი|ოზანიანის]] "ამაღლება" (IX ს.) და მრავალი სხვა.
 
ჰამამის გარდაცვალების შემდეგ ჰერეთის სამეფო ტახტზე ადის მისი შვილი ადარნასე. ქართული წყაროების მიხედვით ([[მატიანე ქართლისაჲ|"მატიანე ქართლისაჲ"]], [[ვახუშტი ბატონიშვილი]]) [[ადარნასე პატრიკი]]. მის დროს დაახლოებით 915, კახეთის [[ქორეპისკოპოსი|ქორეპისკოპოსმა]] [[კვირიკე I|კვირიკე I-მა]] (892-918) აფხაზთა მეფე [[კონსტანტინე III|კონსტანტინე III-თან]] ერთად გაილაშქრა ჰერეთის წინააღმდეგ. მოკავშირეებმა დაიპყრეს და გაინაწილეს ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტები: [[არიში]] (ახლანდელი მთისძირი), [[გავაზი]] (ახლანდელი ახალსოფელი), [[ორჭობი]]. რამდენიმე ხნის შემდეგ ადარნასე პატრიკმა ისარგებლა კახეთის სამთავროს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის გართულებით და დაკარგული ტერიტორიათა დაიბრუნა.
 
 
ხაზი 12:
იშხანიკის შემდეგ მეფობდა [[იოანე სენექერიმი]] (დაახლოებით X საუკუნის დასასრული). ალბანეთისა და კახეთის სამეფოს ხარჯზე, რის გამოც წინართა მეფის ტიტულიც მიიღო. XI საუკუნის დასაწყისიდან საისტორიო წყაროებში ჰერეთის მეფე აღარ იხსენიება. როგორც ჩანს, ამ დროს არსებობა შეწყვიტა ჰერეთის მფლობელთა დინასტიამ.
 
XI საუკუნის დასაწყისში გაერთიანებული საქართველოს მეფე [[ბაგრატ III]] და კახთა ქორეპისკოპოსი [[დავით (ქორეპისკოპოსი)|დავითი]] ([[976]]-[[1010]]) იბრძვიან ჰერეთის დასაპყრობად. XI საუკუნის ოციან წლებში კახეთის მეფე [[კვირიკე III]] (1010-1037) დიდმა დაიპყრო ჰერეთი სამეფო რითაც დასრულდა კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური შერქყმისშერწყმის პროცესი. ამიერიდან ჰერეთის სამეფომ შეწყვიტა დამოუკიდებელი არსებობა და მოექცა ახლად შექმნილი პოლიტიკური ერთეულის - "რანთა და კახთა" სამეფოს შემადგენლობაში.
 
XII საუკუნის დასაწყისში ჰერეთი კახეთის სამეფოსთან ერთად გახდა გაერთიანებული საქართველოს ორგანული და განუყოფელი ნაწილი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰერეთის_სამეფო“-დან