გიგა ბოკერია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
==ბიოგრაფია==
გიგა ბოკერიას დაიბადა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის (1971)სსრკ (1966,1968,1969) და საქართველოს (1964,1965,1968) ჩემპიონის [[ნანა ალექსანდრია]]ს ოჯახში. [[1996]] წელს ლევან რამიშვილთან, გივი თარგამაძესთან და დავით ზურაბიშვილთან ერთად დააფუძნა ლიბერალური საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების არასამეწარმეო და არაპარტიული საზოგადოება [[თავისუფლების ინსტიტუტი]], სადაც უფლებადაცვითი პროგრამების კოორდინატორი და შემდგომში – უფროსი იურიდიული მრჩეველი იყო. 1989–1995 წლებში გიგა ბოკერია სტუდენტური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი იყო, კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] პრეს–კლუბის აქტიური წევრი. 1992 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას: გაზეთ [[7 დღე (გაზეთი)|7 დღე]] ჟურნალისტი ([[1992]]), გაზეთ [[მიმომხილველი (გაზეთი)|მიმომხილველის]] პოლიტიკური რედაქტორი (1992–[[1993]]), სახელმწიფო [[პირველი არხი (რადიო)|რადიოს პირველი არხის]] გადაცემის "პიკის სააათი" ჟურნალისტი (1993), [[რადიო თავისუფლება|რადიო თავისუფლების]] ჟურნალისტი ([[1994]]), "არგუმენტი" (პოლიტიკური რედაქტორი 1995–1996), სამაუწყებლო კომპანია [[რუსთავი 2]]–ის სადისკუსიო პროგრამის "აქცენტები" წამყვანი ([[1996]]).
 
[[2003]] წელს არაძალადობრივი რევოლუციების ტექნოლოგიის გაცნობის მიზნით [[სერბია და მონტენეგრო|სერბიაში]] სტუმრობის შემდეგ, ბოკერია დაეხმარა ქართველ სტუდენტებს სერბულ მოძრაობა [[ოტპორი (მოძრაობა)|ოტპორის]] აქტივისტებთან კონტაქტების დამყარებაში. ამან ხელი შეუწყო ახალგაზრდული მოძრაობა [[კმარა (მოძრაობა)|კმარას]] დაფუძნებას, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა 2003 წლის ნოემბერში [[ვარდების რევოლუცია|ვარდების რევოლუციის]] დროს.
[[კატეგორია:დაბადებული 1972]]
 
 
გიგა ბოკერიას დედა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971)სსრკ (1966,1968,1969) და საქართველოს (1964,1965,1968) ჩემპიონი [[ნანა ალექსანდრია]].
 
[[de:Giga Bokeria]]
891

რედაქტირება