ვესტფალიის ზავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: ta:வெஸ்ட்ஃபாலியா அமைதி ஒப்பந்தம்; cosmetic changes
No edit summary
ხაზი 3:
 
როგორც წესი, ვესტფალიის მშვიდოებას უწოდებენ სამშვიდობო ხელშეკრულებებს ხელმოწერილს კაიზერი ფერდინანდ III-ის მიერ საფრანგეთსა და შვედეთთან მათ მიერ ვეფელინგჰოფენთან წაგებული ბრძოლის შედეგად (1648 წლის 4-5 ივნისი). შეთანხმება შესაძლებელი გახდა სამშვიდობო კონგრესით, რომელიც მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში ჩატარდა 1643-49 წლებში, რომლის ზოგადი მიზანი ევროპაში მიმდინარე ომების ჩაცხრობა იყო, განსაკუთრებით კი ოცდაათწლიანი ომის.
 
ევროპაში დომინირებული ქვეყნებიდან თითქმის ყველა იყო ჩართული სამხედრო მოქმედებებში: თავდაპირველად კონფლიკტი 1618 წელს რელიგიური მიზეზების გამო გაღვივდა, რაც განაპირობა კათოლიკურ და პროტესტანტულ სამყაროს შორის არსებულმა დაპირისპირებამ, თუმცა მალე იგი ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გადაიზარდა, სადაც მხარეები უმეტესად პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ იმისთვის, რათა დომინირებული პოზიცია მოეპოვებინათ ევროპაში. ომის დასრულების შემდეგ 1648 წელს შეთანხმებებს ხელი მოეწერათ ვესტფალიურ ქალაქებში, მუნსტერსა და ოსნაბრიუკში. გარკვეული მიზეზები არსებობდა იმისთვის, რომ ხელშეკრულებები ერთ ქალაქში არ დაიდო. ყოველივე ეს განპირობებული იყო საფრანგეთსა და შვედეთს შორის არსებული უთანხმოებით, რაც გამოიხატებოდა კათოლიკურ (საფრანგეთი) და პროტესტანტულ (შვედეთი) წინააღმდეგობაში. მხარეებმა გადაწყვიტეს ხელშეკრულებები დადებულიყო ცალ-ცალკე, პროტესტანტულ (ისნაბრიუკი) და კათოლიკურ (მიუნსტერი) ქალაქებში, ხოლო სამართლებრივი თვალსაზრისით ისინი ერთ მთლიან საერთაშორისო დოკუმენტად ჩაითვლებოდა.
 
ვესტფალიის ზავით შვედეთმა მიიღო დასავლეთ პომერანია შტეტინის პორტით, აღმოსავლეთ პომერანიის გარკვეული ნაწილი, უფლება პომერანის ყურეზე ზღვისპირა ქალაქების ჩათვლით. შვედეთის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მოხვდა ჩრდილოეთ გერმანიის უმსხვილესი მდინარეების შესართავები. გარკვეული დროით შვედეთი დიდ ევროპულ ზესახელმწიფოდ გადაიქცა, და მისი გავლენის ქვეშ მოექცა ბალტიის რეგიონი და გერმანული სახელმწიფოები. საფრანგეთმა მიიღო ელზასი (სტრასბურგის გარდა) და ზოგიერთი ქალაქის მფარველობა.
 
ჰოლანდია აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ასევე აღიარეს შვეიცარიის კავშირიც. ვესტფალიის ზავმა დაასრულა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ომიანობის პერიოდი, რომელმაც "საშინელი ქრისტიანული სისხლისღვრა და მიწათა დანაწევრება მოუტანა კაცობრიობას"(მიუნსტერის შეთანხმების პრეამბულა)
 
ვესტფალიის ზავის დადებამ, საერთაშორისო საზოგადოებაში ფაქტობრივად ახალ ერას დაუდო საფუძველი, რომელმაც თითქმის პირველი ომის დასასრულამდე
ვესტფალიის ზავის შედეგად რელიგიურმა ფაქტორმა შეწყვიტა მნიშვნელოვანი როლის თამაში ევროპულ პოლიტიკაში.
გასტანა. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ზემოხსენებული საერთაშორისო შეთანხმების დადებით გაქარწყლდა რომის პაპის გავლენა ევროპის სამხედრო და პოლიტიკურ წყობაზე, რამაც უფრო მეტი გასაქანი მისცა მაშინდელი ძლიერი ქვეყნების პოტენციალს. მიუხედავად იმისა, რომ ზავის შემდგომ ევროპაში გარკვეული ხნით მშვიდობამ დაისადგურა, ყოველივე ძირეულად შეიცვალა საუკუნის მიწურულს.
 
{{პოლიტიკა}}