კახეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+ლიტერატურა
ხაზი 1:
{{წყარო}}
'''კახეთის სამთავრო''' - ფეოდალური პოლიტიკური ერთეული [[საქართველო|საქართველოში]], ჩამოყალიბდა [[VIII საუკუნე|VIII საუკუნის]] მე-2 ნახევარში. [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილის]] ცნობით [[787]] წელს იგი გამოეყო ქართლის საერისმთავროს. კახეთის სამთავროს გამოყოფა გაპირობებული იყო ქართლის საერისმტავროს ეკონომიკური აღმავლობის შედეგად ფეოდალური ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებით და ამის ნიადაგზე სეპარატული ტენდენციების განვითარებით. ეს პროცესი, რომლის საწყისები ჯერ კიდევ VI საუკუნიდან შეიმჩნევა, VII-VIII საუკუნეებში მიმდინარეობდა არაბთა წინაღმდეგ ქართლის საერისმთავროს ბრძოლის პარალელურად და მასთან კავშირში. კერძოდ, ქართლის (პოლიტიკური მნიშვნელობით) ერთ-ერთ აღმოსავლეთ პროვინციაში, კახეთში, ამ ბრძოლას თაოსნობდა წანართა ტომი, რომელიც ამ დროისათვის კახეთში პოლიტიკური ჰეგემონის როლს ტამაშობდა. სწორედ წანარ წარჩინებულთა ირგვლივ გაერთიანდნენ კახეთის სხვადასხვა თემები და შესაძლებელია ამ წარჩინებულთა წარმომადგენელი იყო კახეთის მთავარი [[გრიგოლი (VIII ს.)|გრიგოლიც]].
 
Line 8 ⟶ 7:
 
[[840]]-[[841]] წლებში სოფ. გავაზთან კახელებმა დაამარცხა არაბი სარდლის ხალიდ იაზიდის ძის ლაშქარი. ხალიფის წარმომადგენლებთან ბრძოლაში კახელები უკავშირდებოდნენ თბილისის ამირებს, რომლებიც აგრეთვე ებრძოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. მაგ., ბუღა თურქის დამარბეველი ლაშქრობისას ([[853]]) კახელები თბილისის ამირას მომხრედ გამოვიდნენ, [[941]] ებრძოდნენ არაბ სარდალს [[აბუ ლ-კასიმი|აბუ ლ-კასიმს]]. გარდა ამისა, კახეთის მთავრები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში - იბრძოდნენ ჰერეთის სამეფოს შემოერთებისათვის "აფხაზთა" მეფესთან ერთად. ასევე შიდა ქართლის დაუფლებისათვის. [[959]] წელს კახეთის მთავარმა [[კვირიკე III|კვირიკე III-მ]] შეიერთა [[ჰერეთის სამეფო]] და დედაქალაქი [[თელავი|თელავში]] გადაიტანა. კახეთის მთავრები დონაურთა საგვარეულოდან იყვნენ და ქორეპისკოპოსების (ქორიკოზების), ხოლო [[1014]] წლიდან [[კახეთ-ჰერეთის სამეფო|კახეთ-ჰერეთის]] მეფის ტიტულს ატარებდნენ. ასე წარმოიქმნა [[კახეთის სამეფო]].
==ლიტერატურა==
 
*''მუსხელიშვილი დ''., ქსე, ტ. 5, გვ. 451, თბ., 1980
 
[[კატეგორია:საქართველოს სამეფო-სამთავროები]]